რუსული ფილმი მერაბ ნინიძის მონაწილეობით კანის ფესტივალზეა წარდგენილი

კანის ფესტივალზე მერაბ ნინიძე 2017 წელსაც მოხვდა უნგრელი რეჟისორის კორნი მუნდრუცოს ფილმით „იუპიტერის მთვარე“.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. კანის ფესტივალზე წარდგენილია რუსი რეჟისორის ალექსეი გერმანის ფილმი „საქმე“, რომელშიც მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს.

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფილმ „კურიერის“ ტრეილერი მერაბ ნინიძის მონაწილეობით>>

კანის 74-ე კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ნომინანტების სია ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს. ფესტივალი 6–17 ივნისს გაიმართება.

მერაბ ნინიძემ გერმანულ სერიალში ექიმის როლი მოირგო – ვიდეო

ცნობილი რეჟისორის ალექსეი გერმანი–უმცროსის სრულმეტრაჟიანი ფილმი წარდგენილია სპეციალურ სექციაში „განსაკუთრებული ხედვა“ (Un Certain Regard). ამ სექციაში მსოფლიოდან სულ 18 ფილმია წარდგენილი.

ფილმში ნინიძე მთავარ როლს – რუსეთში მცხოვრებ ქართველ მასწავლებელს თამაშობს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს. მას სასამართლო შინაპატიმრობას მიუსჯის.

მერაბ ნინიძე კანის ფესტივალზე ადრეც მოხვდა. 2017 წელს ფესტივალზე წარდგენილი იყო უნგრელი რეჟისორის კორნი მუნდრუცოს ფილმი „იუპიტერის მთვარე“, რომელშიც ქართველი მსახიობი ასევე მთავარ როლს ასრულებს. ფილმი კანის 70-ე ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში იყო ჩართული.

მერაბ ნინიძე ბრიტანული „ბიფას“ დაჯილდოების ნომინანტად დაასახელეს

ძალზე შთამბეჭდავია მერაბ ნინიძის უცხოური ფილმოგრაფია. ქართველი მსახიობი 2020 წელს გადაიღეს გერმანულ–ავსტრალიურ დეტექტიურ სერიალში „ფროიდი“ (კინოსტუდია Netflix). 2018 წელს მან რუსი ჯაშუშის როლი ითამაშა ამერიკულ სერიალში „სამშობლო“ (Homeland), ხოლო 2017 წელს BBC-ს სერიალში „მაკმაფია“ რუსული მაფიის ბოსის როლი შეასრულა.

ნინიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკულ ტელესერიალში „ბერლინის რეზიდენტურა“, ბრიტანელი ტელერეჟისორის დომინიკ კუკის ფილმში „კურიერი“. 2021 წელს გამოვიდა გერმანული სერიალი „ექიმი ბალუზი“ (Doktor Ballouz), სადაც მერაბ ნინიძემ ასევე მთავარი როლი შეასრულა.