ილია მეორე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უკრაინელი სტუმრები დალოცა და მშვიდობიანი, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დელეგაციასთან ერთად ეწვია, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ძმურ ურთიერთობებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 2 ივნისს ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.

დენის შმიგალმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.