ვის დარჩება პრინცი ფილიპის ქონება? – ცნობილი ხდება ანდერძის დეტალები

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს უინძორის სასახლეში — ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციაში გარდაიცვალა.
Sputnik

აპრილის თვის დასაწყისში ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცი ფილიპი დაბადებიდან მეასე წლის თავზე გამოაკლდა. დაკრძალვის ცერემონიიდან დღემდე არ წყდება საუბარი იმის შესახებ, თუ ვის დარჩება მისი ქონება, რომელიც 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ტომი, რომელსაც პრინცი ფილიპი ღმერთად მიაჩნდა, მის მეორედ მოსვლას ელოდება

როგორც The Sun-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, ანდერძის თანახმად, ქონების უმეტესი ნაწილი დედოფალ ელისაბედის მფლობელობაში გადავიდა, ვინაიდან ის ფილიპის არაერთ აქტივს მართავდა აქამდეც.

ქონების გარკვეული ნაწილი პრინცი ფილიპის სამ დამხმარესაც ერგო, ვინაიდან ისინი მისი ცხოვრების უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივად მის გვერდით იყვნენ, ისევე, როგორც გარდაცვალების დროს. მათ შორის არის პრინცი ფილიპის პირადი მდივანი უილიამ ჰენდერსონიც.

„მეგანი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან...“ – პრინცი ჰარის აღიარება

რაც შეეხება სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს, ირკვევა ისიც, რომ შვილიშვილებს შორის ქონება თანაბრად გადანაწილდება და თავისი წილი პრინც ჰარისაც ერგება.

ედინბურგის ჰერცოგს 100 წლის იუბილემდე 2 თვე რჩებოდა. მისი და ელისაბედის ქორწინება 73 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

პრინცი ფილიპი საბერძნეთისა და დანიის პრინც ანდრეის ვაჟი იყო. მან 1939 წელს სამეფო ფლოტში სამსახური დაიწყო. 1947 წელს ფილიპი ბრიტანულ გვარზე გადავიდა ფლოტში კარიერის გასაგრძელებლად; მოგვიანებით მან დედის გვარი აიღო და მაუნტბატენი გახდა. ელისაბედთან ქორწინების შემდეგ ფილიპი ედინბურგის ჰერცოგი გახდა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი მან კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: უელსის პრინცი ჩარლზი, პრინცესა ანა, იორკის ჰერცოგი - პრინცი ენდრიუ და უესექსის გრაფი - პრინცი ედვარდი.