საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 61%-ით გაიზარდა

2021 წლის აპრილში დაახლოებით 378,1 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გაიტანეს, რაც 2020 წლის აპრილთან შედარებით 70%-ით მეტია.
Sputnik

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 61%-ით გაიზარდა და 1.127 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში

2021 წლის აპრილში ქვეყნიდან 378,1 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 2020 წლის აპრილთან შედარებით 70%-ით მეტია, ხოლო იმპორტმა აღნიშნულ პერიოდში 56,5%-ით მეტი – დაახლოებით 749,1 მლნ დოლარი შეადგინა.

რუსეთმა შესაძლოა ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს: როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება საქართველოზე

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ვაჭრობამ ვარდნა საქართველოში გასული წლის მარტიდან დაიწყო. საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები 2021 წლის დასაწყისიდან შემცირდა – იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3%-ით, იანვარი–თებერვალში – 12%-ით შემცირდა, მიმდინარე წლის იანვარი–მარტში კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.3%-ით შემცირდა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი–აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,8%-ით გაიზარდა და 3.929 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ექსპორტთან ერთად გაიზარდა იმპორტიც – საანგარიშო პერიოდში საქართველოში შემოიტანეს 2.730 მლნ დოლარის პროდუქცია – გასული წლის იანვარი–აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 10,1%-ით მეტი. მხოლოდ 2021 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი 56,5%-ით გაიზარდა.

პანდემიის მიუხედავად საქართველოდან ღვინის ექსპორტი იზრდება>>

2021 წლის იანვარი–აპრილში სულ გაიტანეს 1.199 მლნ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, რაც 19,6%-ით მეტია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. გასული წლის აპრილთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოდან ექსპორტი 70,2%-ით გაიზარდა.

ვაჭრობა პლუსებშია: საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1.531 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39%-ია.

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

2021 წლის დასაწყისიდან გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (22.3%) ფეროშენადნობის (21.3%), ნატურალური ყურძნის ღვინის (20.5), სპირტიანი სასმელების (40.9%) მინერალური და მტკნარი წყლის (11.9%), თხილის (108.9%), ტრიკოტაჟის პროდუქციის (104.7%), სამკურნალო საშუალებების (1%), აზოტოვანი სასუქების (0.2%) ექსპორტი.

ამავე დროს შემცირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 10.7%-ით.

საქართველოდან ევროპაში სამშენებლო მასალების ექსპორტი დაიწყო

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

2021 წლის იანვარი–აპრილში გაიზარდა საბურღი მანქანების (1539%), სატვირთო ავტომობილების (105%), ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (14.9%), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (14.6%), მსუბუქი ავტომობილების (11%), აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (7.5%), ელექტროენერგიის (17.9%), სატელეფონო აპარატების (5%), 10 ან მეტი ადამიანის გადამყვანი ავტომობილების (1713%) იმპორტი.