რუსთავთან მგელი მამაკაცს თავს დაესხა

მამაკაცმა, სავარაუდოდ, სერიოზული შიში გადაიტანა. მან კლინიკას მომხდარიდან 2-3 დღეში მიმართა. საბედნიეროდ, მას მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი აქვს.
Sputnik

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქალაქ რუსთავის შემოგარენში შუახნის მამაკაცს თავს მგელი დაესხა, იუწყება ადგილობრივი სააგენტო InfoRustavi.

დუშეთში მგელმა შუახნის ქალი დაკბინა

რუსთავის ცენტრალური კლინიკის ექიმის ირაკლი ჯანგულაშვილის სიტყვებით, მამაკაცმა მათ დახმარებისთვის მომხდარიდან მხოლოდ ორი-სამი დღის შემდეგ მიმართა.

„იოდი წავუსვით და შეხვევა არ დასჭირვებია. ნაჩხაპნი ჰქონდა თათებით. ვერ გეტყვით, რატომ არ მოგვმართა მანამ", – განაცხადა ჯანგულაშვილმა.

ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს და შინაურ ცხოველებს ემუქრება. "პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა უწყებას გამგეობამ უნდა გაუგზავნოს.