მოსაზრება: პუტინთან შეხვედრაზე ბაიდენს გერმანია სჭირდება

პუტინისა და ბაიდენის სამიტის მოახლოების კვალდაკვალ ვაშინგტონი ცდილობს, აშკარად არამომგებიან ფსონებზე უარის თქმით განიმტკიცოს პოზიციები მოლაპარაკებებში.
Sputnik

პიოტრ აკოპოვი

ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა და რუსეთის პირველი კონტაქტისას რეიკიავიკში, სადაც სერგეი ლავროვი და ენტონი ბლინკენი შეხვდნენ ერთმანეთს, გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ამერიკელები უარს ამბობენ ახალ სანქციებზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ში ჩართული გერმანელი მონაწილეების მიმართ.

არქტიკული მარაგები: რუსეთი ევროპიდან აშშ-ის განსადევნად მოემზადა

ეს დამთხვევა იყო: სახელმწიფო დეპარტამენტს კონგრესისთვის მოხსენება უნდა წარედგინა, რომელშიც უნდა განემარტა, როგორ სრულდება ჯერ კიდევ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება მათი დასჯის შესახებ, ვინც მილსადენის მშენებლობასა და გამოყენებასთანაა დაკავშირებული, მათ შორის, პროექტის ოპერატორი — გერმანული კომპანია Nord Stream 2 AG. და უცბად ირკვევა, რომ მის წინააღმდეგ სანქციები აღარ იქნება. ამ არაოფიციალურმა ხმებმაც კი ამერიკაში ბაიდენის მოწინააღმდეგეთა აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია: ეს როგორ?! პირობა დადო, რომ რუსეთთან და მის ხელშემწყობებთან იბრძოლებდა ყველგან და ყოველთვის, ამის ნაცვლად კი...

„ასე რომ, ერთ მუჭა რუსებს შეუძლიათ ჩვენი მილსადენები გათიშონ, ჩვენ კი მათი მილსადენების მშენებლობისთვის ხელის შეშლა არ შეგვიძლია“, — წერს National Review, რომელსაც მხედველობაში ამერიკულ მილსადენ Colonial Pipeline-ზე ამასწინანდელი ჰაკერული შეტევა აქვს მხედველობაში,რაშიც უმალ „იპოვეს რუსული კვალი“.

სენატორმა ტედ კრუზმა კი სულაც განაცხადა, რომ „ბაიდენის ადმინისტრაცია ობიექტურად ხდება ყველაზე პრორუსული თანამედროვე ეპოქაში“:

„შესანიშნავია! აშშ-ის კანონების საწინააღმდეგოდ ბაიდენი აქტიურად ეხმარება პუტინს მილსადენის აგებაში“.

მოსაზრება: აშენდება თუ არა „ჩრდილოეთის ნაკადი−2“ ოქტომბრისთვის

რა თქმა უნდა, „რუსები“ აქ შიდა ამერიკული პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტადაა საჭირო — რესპუბლიკელი კრუზი უბრალოდ ახლა ნიშნს უგებს დემოკრატიულ ადმინისტრაციას ტრამპის, როგორც „კრემლის კაცის“, ოთხწლიანი დევნისთვის. მაგრამ შიდაპოლიტიკური მოსაზრებები ახლა დემოკრატებისთვის არც ისე მნიშვნელოვანია — უახლოეს არჩევნებამდე წელიწად-ნახევარია, ამიტომ კრემლის ინტერესებში მუშაობის თემაზე ყურადღების გადატანა არ ღირს. მით უმეტეს, რომ რესპუბლიკელებსაც კარგად ესმით: ბაიდენს ახალი სანქციების დაწესება იმის გამო კი არ სურს, რომ პუტინის გული მოიგოს, არამედ იმიტომ, რომ ბერლინთან ურთიერთობების გართულება არ უნდა.

რას მოიტანდა ახალი სანქციები აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობების კუთხით? არაფერს. ამერიკელები ისედაც დიდი ხანია, ყველანაირ ბერკეტს იყენებენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ჩასაშლელად, თუმცა რაც მათ მოახერხეს, ეს მხოლოდ მისი მშენებლობის გაჭიანურებაა, გერმანელები კი ვერ აიძულეს – უარი თქვან მისი გამოყენების გეგმებზე. ბაიდენმა რომ ახალი სანქციები დააწესოს პუტინთან შეხვედრის წინ, რუსეთის პრეზიდენტს ეს არანაირად არ გააკვირვებს. აი, გერმანია კი მორიგ მტკიცებულებას მიიღებს, რომ ამერიკელებს მისი ინტერესებისა და პოზიციების გათვალისწინება არ სურთ. არადა, ვლადიმირ პუტინი სწორედ ამაზე საუბრობს გამუდმებით.

ჰამბურგის სასამართლო: პროცესი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ხანგრძლივი იქნება

ამასთან ახალი სანქციები ბერლინის პოზიციას ვერ შეცვლიდა, პირიქით, შეზღუდვები მხოლოდ გააძლიერებდა მათ, ვინც ამერიკული დიქტატისთვის ხისტი პასუხის გაცემასა და ვაშინგტონისადმი დაუმორჩილებლობას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით კი, რომ გერმანიაში უკვე ფაქტობრივად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, ამერიკული სანქციები ამერიკელებისავე ფავორტების წინააღმდეგ ითამაშებდა — „მწვანეებისა“, რომლებსაც ისედაც აბრალებენ ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას.

„მწვანეები“ ვერ შეძლებდნენ ამერიკული სანქციების მხარდაჭერას გერმანული კომპანიების წინააღმდეგ — რაოდენ ნეგატიურადაც უნდა იყვნენ განწყობილი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ. ამას ანტიეროვნული და ანტიევროპული სახე ექნებოდა. ასე რომ, ახალი სანქციებით ვაშინგტონი ფაქტობრივად უბიძგებდა თავის „მწვანე“ მხარდამჭერებს ამერიკული ჩარევის დაგმობისკენ. და რაში სჭირდება ეს აშშ-ს? მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, და თანაც იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ორი მესამედი რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების მომხრეა, ხოლო მათმა რაოდენობამ, ვინც აშშ-ის მხრიდან ხედავს საფრთხეებს, უკვე დიდი ხანია გადააჭარბა „მზაკვარი რუსეთის“ მოშიშთა რიცხვს.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ შესაძლოა აიკრძალოს. რას უპასუხებენ რუსეთი და გერმანია

აი, ამიტომ არ სურს ბაიდენს გერმანიასთან ურთიერთობების გამწვავება ესოდენ რთულ დროს. პირიქით, ევროპაში მოგზაურობისას მას სურს ყველას დაანახოს, რომ ატლანტიკური სოლიდარობა აღდგენილია, რომ ამერიკა და ევროპა კვლავ ერთად არიან. მათ შორის, მოსკოვთან დაპირისპირებაშიც, გლობალურ საკითხებშიც და ისეთ მნიშვნელოვან თემებშიც, როგორიც უკრაინაა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე უარი იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკა მაინც ვერ შეძლებს მის შეჩერებას — სრულიად გონივრული ნაბიჯია მისი ინტერესების თვალსაზრისით. შტატებმა ისედაც უზარმაზარი ძალისხმევა დახარჯა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან ბრძოლაზე, თუმცა თავიდანვე იყო გასაგები, რომ გერმანელებისა და სხვა ევროპელი მონაწილეების (იტალიელების, ფრანგების, ავსტრიელების) მოდრეკის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.

მაგრამ ზესახელმწიფოს კრიზისის ეპოქის ამერიკული საგარეო პოლიტიკა თავისი ალოგიკურობით გამოირჩევა, და ბრძოლა „ნაკადთან“ ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

ბაიდენი შეცდომების გამოსწორებას, ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებას იმისთვის კი არ ლამობს, რომ საკუთარი გზის ქონაზე ევროპის უფლება აღიაროს.

მოსაზრება: არის თუ არა განკუთვნილი ამერიკელების „ავღანური ბომბი“ რუსეთისთვის?

შტატებს უბრალოდ ძალთა გადაჯგუფება, ევროპელების დამშვიდება და მათთვის პატივისცემის დადასტურება ესაჭიროება, რათა სცადოს და ხელი მოაწერინოს მათ არა მარტო რუსეთის, არამედ ჩინეთის შეკავების პოლიტიკის ახალ ფორმებზე. საჭიროა შემცირდეს ევროპელების ამერიკელებით უკმაყოფილების დონე, შესუსტდეს ანტიამერიკული განწყობები, რათა „დემოკრატიის ალიანსი“ მოსკოვისა და პეკინის ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ წაიყვანონ.

ისე რა გეგმაა, მაგრამ ვინ თქვა, რომ ატლანტიკური ელიტის გლობალისტურ ნაწილს კარგი და მომგებიანი ვარიანტები გააჩნია? არა, დასავლეთი კრიზისშია, მაგრამ ატლანტისტები გერმანულ ელიტაზე გავლენის უზარმაზარ შესაძლებლობებს მაინც ფლობენ. ამიტომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან თამაშები გერმანიაში შემოდგომაზე ახალი კოალიციის ფორმირების შემდეგაც გაგრძელდება. იმ დროისათვის უკვე აგებულ მილსადენს ხელს გერმანელი პოლიტიკოსების მეშვეობით შეუშლიან — „მწვანეებისა“ და არც ისე მწვანეებისა.

მაგრამ ეს გერმანიის ისტორიის ახალი თავი იქნება, რომელშიც გერმანელებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის და რუსეთთან ურთიერთობების დაცვა კი არ მოუწევთ, არამედ თავიანთი და ასევე საერთო ევროპული სუვერენიტეტისა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს