თბილისსა და ელ–ქუვეითს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენები ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება, ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.

ავიაკომპანია 4 ივნისიდან პირდაპირ რეისებს შეასრულებს მარშრუტით ელ-ქუვეითი–თბილისი.

საუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-მა საქართველოში ფრენები განაახლა

ფრენები ორშაბათობითა და პარასკეობით შესრულდება. ეს გრაფიკი ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში იმოქმედებს.

ავიაკომპანია Kuwait Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2018 წელს დაიწყო.

უცხოელებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოლახვა შეუძლიათ PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით ან დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანს კორონავირუსზე ორი აცრა აქვს ჩატარებული.