ლოტკინის გორაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. თბილისში, ლოტკინის გორაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თელავის რაიონში 89 წლის ქალმა ხანძრის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო

ცეცხლი ლაითურის ქუჩაზე მდებარე შენობის მეორე სართულს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ეკიპაჟი მუშაობდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ არ  დაშავებულა.