ყვითელი ამბები

ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ე.წ. კანონიერ ქურდზე გათხოვდა?

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ნინიკო ნაცარიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წყვილი სკანდალურად დაშორდა.
Sputnik

ქართველი მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ნინიკო ნაცარიშვილი, droni.ge-ს ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელზე მინდია გორაძეზე, იგივე ლავასოღლიზე საიდუმლოდ დაქორწინდა და საქართველო დატოვა.

„ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა ის მოხდა...“ - რა შეემთხვა ლევან ჯიბღაშვილს

ლავასოღლისთან დაკავშირებულ ჭორებზე ნინიკო ნაცარიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ საერთოდ არ იცის ვინ არის მინდია გორაძე.

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე ნინიკო ნაცარაშვილი 22 წლის თებერვალში გახდა და დაბადების დღე სასტუმრო „პარაგრაფში“ აღნიშნა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მაგიდასთან ნინიკოს უამრავი ვარდი მიართვეს, როგორც ჩანს, საყვარელი მამაკაცისგან.

ლევან ჯიბღაშვილი ცოლს დაშორდა? – ფოტოები
„აუუ რა მაგარია ნინიკო, ოქრო ბიჭი გყავს გამორჩეული“, „გილოცავ ჩემო კუკლაა, მინდა მთელი ცხოვრება ასეთი ბედნიერი და გახარებული იყო“, „ძალიან ბევრს შურს ჩასაფრებულ ბლუყუნა დედაშვილებს“, „შურისგან გაიხა ხალხი, ძაან მაგარია“, – უწერენ ვიდეოს კომენტარებში.

ბათუმელი ნინიკო ნაცარიშვილი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ბიზნესმენმა და მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მის ცოლად შერთვას აპირებდა. მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ის მომღერალ სალომე წვერაიძეზე დაქორწინდებოდა, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ 18 წლის აბიტურიენტს გაუმიჯნურდა. ნინიკომ მანამდე ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე იქორწინა, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ.

ნაცარიშვილი–ჯიბღაშვილის წყვილის დაშორების შესახებ თბილისში დიდი ხანი ჭორაობდნენ. ამბობენ, რომ დაშორების მიზეზი ნინიკოს ღალატი გახდა. დაშორების რეალური მიზეზი ცნობილი დღემდე არ არის. ამჟამად ლევანს ახალი ცოლი ჰყავს. ცოტა ხნის წინ მეორე შვილიც შეეძინა.