საქართველოში წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან

საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 12 თვით გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
Sputnik

 

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების შეცვლას ითვალისწინებს. ამის შესახებ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში ჯარში სამსახურისგან თავის არიდება გართულდა: კანონში ცვლილება ამოქმედდა

საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 12 თვით იწვევენ 18–დან 27 წლამდე ახალგაზრდებს.

„შემუშავებულია კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას და სხვა სიახლეებს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, პროექტი პარლამენტს უახლოეს დროს წარედგინება.

„აღნიშნული რეფორმის მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია, ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა. დარწმუნებული ვარ, თქვენთან მჭიდრო კონსულტაციით და თანამშრომლობით შევძლებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას“, - მიმართა ბურჭულაძემ დეპუტატებს.

საქართველო Javelin-ის სარაკეტო სისტემების დამატებით პარტიას შეიძენს

ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოში რეკრუტირების ცენტრების ამოქმედებას გეგმავენ. გარდა ამისა, შემოღებულია ანაზღაურებადი სარეზერვო სამსახური, ასევე სკოლებში მიმდინარეობს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაცია.

მიუხედავად ამისა, თავდაცვის სამინისტროში შეზღუდული ადგილების გამო ბევრი ახალგაზრდა სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებას ცდილობს.

ჯარში ხვდება მხოლოდ წვევამდელთა მესამედი, დანარჩენები სხვადასხვა უწყებებში ნაწილდებიან - პენიტენციურ სამსახურში, შსს-ს გასამხედროებული ქვედანაყოფში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში და დაცვის პოლიციაში.