თბილისში ერთდროულად ორი ხანძარია: ცეცხლი აკვაპარკის მიმდებარედაც გაჩნდა

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი - Sputnik. თბილისში, დიდუბის რაიონში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანი „რუსთავი2“.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. 

ძლიერი ხანძარი დიდუბეში: ცეცხლი ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა>>

ძლიერი ხანძარია დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზეც, სადაც ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის სამ საწყობში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ექვსი ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ელოდებიან დამატებით ძალებსაც.