Sinopharm-ით ვაქცინაცია შესაძლოა პოლიკლინიკებშიც განხორციელდეს

საქართველოში მოქალაქეების აცრა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით დღეიდან დაიწყო. პრეპარატი ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული და მისი გამოყენება 18 წლიდან არის რეკომენდებული.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის პრეპარატით ვაქცინაცია შესაძლებელია პოლიკლინიკებშიც ჩატარდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო>>

საქართველოში მოქალაქეების აცრა ჩინური Sinopharm-ის ვაქცინით დღეიდან დაიწყო. პრეპარატი ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული და მისი გამოყენება 18 წლის ასაკიდან არის რეკომენდებული.

„დღეს–ხვალ ვიმსჯელებთ და დავამატებთ დაწესებულებებს. Sinopharm-ით ვაქცინაცია შესაძლებელია, პოლიკლინიკურ დაწესებულებებშიც ჩატარდეს, რადგან მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები პროგნოზულად ყველაზე ნაკლებია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, Sinopharm-ის შემთხვევაში ანაფილაქსიასთან დაკავშირებული რისკები პრაქტიკულად გამოხატული არ არის. ამდენად, ამბულატორიულ ქსელში ამ ვაქცინით აცრა უსაფრთხოდ არის შესაძლებელი.

რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები

პირველმა ჩინური ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაიკეთა. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ამ კვირიდან ჩინური ვაქცინით შესაძლოა 55 წელს ქვემოთ ასაკის პარლამენტის დეპუტატები და მთავრობის წევრები აცრან. 

რაც შეეხება AstraZeneca-ს, გაბუნიას თქმით, სპეციალისტები ჯერჯერობით ისევ იმ პოზიციას ემხრობიან, რომ AstraZeneca-თი 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები აიცრან. ხოლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან დამატებითი რეკომენდაციები თუ იქნება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფი ამ პოზიციას საქართველოშიც გადახედავს.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით 15 მარტს დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

რა შემთხვევაში მიიჩნევა ობიექტი კოვიდ-უსაფრთხოდ: თურნავას განმარტება

იმ პირთა წრე, რომლებიც მიმდინარე კვირიდან კორონავირუსზე უნდა აიცრას, დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრების გარდა, ასევე დაემატნენ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.