მოსაზრება: რაში სჭირდება ბაიდენს ჩეხეთიდან რუსების გამოძევება?

რას ნიშნავს „ატლანტიკური სოლიდარობა“ მოქმედებაში? არა, ეს ნატოს წესდების მეხუთე პუნქტი არ არის, რომელიც ერთ-ერთ მოკავშირეზე თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიურ თავდაცვას გულისხობს.
Sputnik

პიოტრ აკოპოვი

ახლა სოლიდარობა იმაში გამოიხატება, რომ ატლანტიკის ორივე მხარეს ერთნაირად ცუდი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან, და თუ ამერიკულ–რუსული ურთიერთობები უარესდება, ევროპას ჩამორჩენის უფლება არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ ბერლინსა თუ პარიზში, საჭიროა შეიქმნას მაღალი შფოთვის ატმოსფერო, რა დროსაც ევროპელები ვერც კი მოასწრებენ მომხდარზე რეფლექსირების პროცესის დასრულებას.

მოსაზრება: რა საჭიროა ბაიდენთან შეხვედრა?

საკმარისი იყო, შტატებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოეღო, რომელიც რუსი დიპლომატების გამოძევებასაც გულისხმობდა, რომ პოლონეთს პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა რუსეთის საელჩოს სამი დიპლომატი. მაგრამ ეს უბრალოდ მოთელვა იყო მთავარი ზალპის წინ — ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატის გამოძევება და სკრიპალების საქმიდან ცნობილი ბოშიროვისა და პეტროვის დადანაშაულება გადაწყვიტა 2014 წელს სამხედრო საწყობებში მომხდარ აფეთქებაში. „ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა ჩვენს ტერიტორიაზე 1968 წლის შემდეგ“, — აცხადებენ ჩეხეთის პარლამენტში, ხოლო მთავრობაში ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან „რუსული დივერსიების“ დაგმობას მოითხოვენ და არც რაიმე ახალი სანქციების დაწესებაზე დაიხევენ უკან.

და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში დასავლეთისთვის ორი მთავარი თემა იწევა და იძაბება რუსეთის მიმართულებით: „რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრის“ საშიშროება და „ალექსეი ნავალნის ნელი მკვლელობა ციხეში“. ჯოან როულინგი და ბენედიქტ კემბერბეჩი პუტინს ნავალნისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას სთხოვენ, ხოლო ემანუელ მაკრონი ითხოვს, რუსეთს გარკვეული „ წითელი ხაზები“ დაუწესდეს, რომლებსაც არ უნდა გადააბიჯოს (რაღა თქმა უნდა, უპირველესად უკრაინა იგულისხმება), თან პატიოსანი დიალოგის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს.

მოსაზრება: ვინ და რატომ ლაპარაკობს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე

მსგავს დაძაბვას ყველა ვერ გაუძლებს, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ილვესი სერიოზულად დაშინდა და რუსეთიდან ევროპაში ნებისმიერი მგზავრობის აკრძალვა მოითხოვა. ანუ ყველა ვიზის გაყინვა, რათა ევროპელები „განკიცხული სახელმწიფოს“ აგრესიისგან დაცულები იყვნენ — ასე თქვა ილვესმა. აბა, როგორ? „ფსონზე ხომ ევროპის უსაფრთხოება დევს. კმარა!“

და, მართლაც, კმარა სისულელეები. ყველაფერი ხომ ძალიან მარტივია — საჭიროა „რკინის ფარდის“ დაშვება, რუსეთისგან გადაკეტვა და იმავდროულად უკრაინის ნატოში გაწევრიანება. გერმანიაში უკრაინის ელჩმა ხომ ამ დღეებში გერმანელებისგან მისი ქვეყნის ალიანსში შესვლის უზრუნველოფა მოითხოვა, იმიტომ რომ „სწორედ გერმანია აგებს ისტორიულად პასუხს ფაშისტების დანაშაულებზე უკრაინელი ხალხის წინაშე“. ჰო, რა — მაშინ გვხოცავდით, ახლა კი  ვალდებული ხართ, დაგვიცვათო. ვისგან? ვისგან და რუსებისგან, რომლებსაც მაშინ ეომებოდითო. რა არის ამაში გაუგებარი? აიღეთ რუსული მიწები, სანამ გაძლევენ.

მთელი ეს საგიჟეთი, რა თქმა უნდა, ევროპას ხელს არ აძლევს — მას ისედაც რთული დრო უდგას (პანდემია კი კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემებს) და ახლა რუსეთთან გამწვავებას ახვევენ თავს.

მოსაზრება: ვინ ცრის დასავლეთს სუსტი დამოუკიდებლოების ვირუსზე

გასაგებია, რა უნდათ ატლანტისტებს — რომ ბაიდენის პუტინთან მომავალ ვაჭრობაში (როგორც ამას ვაშინგტონში ხედავენ) ამერიკის პრეზიდენტმა მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია დაიკავოს, წარმოჩინდეს როგორც დასავლეთის უპირობო ლიდერი. თორემ ცუდად გამოვა, ბაიდენის ზურგს უკან თუ ევროპაში, ეშმაკმა უწყის, რა მოხდება. პუტინი ხომ ერთიანი დასავლეთის განხეთქილებაზე თამაშის ოსტატია, ამიტომაც არ უნდა მიეცეს მას საბაბი, საჯაროდ დაეჭვდეს იმაში, რომ ბაიდენი მთელი ატლანტიკური ბლოკის ბელადია.

თუმცა რეალობა ასეთ გეგმებს არ სწყალობს — არ არსებობს არანაირი ერთიანობა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის, არც თავად ევროპაშია საქმე მთლად კარგად კონსენსუსთან დაკავშირებით. ევროკავშირის საკვანძო ქვეყნებში შიდაელიტური უთანხმოებები მატულობს. გერმანიის მმართველ პარტიაში ვერა და ვერ შეთანხმდნენ, ვინ უნდა გახდეს ანგელა მერკელის მემკვიდრე კანცლერის პოსტზე. საფრანგეთში ისტებლიშმენტის შიგნით ნერვოზულობა ძლიერდება სრულიად არაილუზორულ შანსებთან დაკავშირებით, რომ ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი არასისტემული მარინ ლე პენი გახდეს. რომელი უკრაინა, რის ნავალნი, რა „წითელი ხაზები“?

მოსაზრება: ევროპა ვერ ირიდებს ვალდებულებებს რუსეთის შეკავებაზე

საქმე ევროპული ელიტების უმეტესობის განწყობაშიც არ არის, რომლებსაც არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების დეგრადაციის გზით სიარული. საუბარია საკუთარ ქვეყნებში პრობლემებზე, ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე, რომლებსაც ახლა და აქ უნდა მიხედვა, ხელოვნურად წარმოქმნილ კონფლიქტებზე გადაურთველად. გადაურთველობა კი შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ როტაციაში ერთბაშად რამდენიმე თემაა: უკრაინა, ნავალნი, რუსი მკვლელი მზვერავები ევროპაში — ეს ყოველივე ძალიან საშიში უნდა იყოს ევროპელი ობივატელისთვის და ბუნებრივ (სანქცირებულ) რეაქციას უნდა იწვევდეს პოლიტიკოსებში.

რაღაც გვკარნახობს, რომ არანაირი ამჟამინდელი ძალისხმევა არაფერს არ მოიტანს — ვრბეტიცეს საწყობის აფეთების „სოლსბერის მოწამვლამდე“ გაზვიადება ვერ მოხერხდება — ვერც პროპაგანდისტული ეფექტით, ვერც ევროპულ–რუსული ურთიერთობებისთვის შედეგების დონით. მაშინ ევროპა მაინც უფრო ძლიერად იყო მიბმული ანგლოსაქსებზე, თანაც ტრამპის წინაშე შიშიც (ერთიც მართლაც შეთანხმებულიყო პუტინთან ევროკავშირის წინააღმდეგ) თავის როლს თამაშობდა.

მოსაზრება: რატომ შეახსენა გერჰარდ შრედერმა გერმანელებს რუსეთთან ომები

ახლა ევროპას პრაქტიკულად აღარ ძალუძს ითამაშოს რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებაზე. თანაც პროატლანტიკური და რუსოფობიული ძალების ზეწოლა ელიტის ევროპოცენტრისტულ ნაწილში წინააღმდეგობას აწყდება, რომელსაც ძალიან არ უნდა, რომ უკრაინაზე მოჩვენებითი კონტროლის გამოკიდებით რეალური კონტროლი დაკარგოს საკუთარ ქვეყნებში შექმნილ ვითარებაზე.

„წითელი ხაზები“ ახლა გადის არა აღმოსავლეთ ევროპაზე, მით უმეტეს, მის რუსულ ნაწილზე, არამედ დასავლეთ ევროპის ბირთვის შიგნით. და მათი გადალახვა, როგორც საკუთარი ხალხის, ისე ეროვნული სუვერენიტეტის მიმართ, სახიფათოა თავად ევროპული ელიტებისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს