მეტეხის გვირაბი იკეტება

გვირაბში 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის 03:00 საათამდე პერიოდში პროფილაქტიკურ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხვალიდან თბილისში ავტობუსის ახალი მარშრუტი ამოქმედდება

გვირაბში პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოებია დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით მეტეხის გვირაბი 16 აპრილის 21:00 საათიდან 17 აპრილის 03:00 საათამდე დაიკეტება.

„გაიწმინდება სანიაღვრე ჭები და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით გაირეცხება ქსელი. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.

სამუშაოებს კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" შეასრულებს.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.