ფოთის №12  სკოლა შესაძლოა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდეს

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 777 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 91 სამეგრელო–ზემო სვანეთში  დაფიქსირდა
Sputnik

 

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. ფოთის №12 საჯარო სკოლაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევის გამო, სასწავლო დაწესებულება, შესაძლოა, 12 აპრილიდან ონლაინ–სწავლების რეჟიმზე გადავიდეს. 

ქობულეთში ორი სკოლა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ფოთის რესურს–ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით, გეგმური ტესტირებისას კორონავირუსი ერთ–ერთ პედაგოგს გამოუვლინდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ინფიცირებულ პედაგოგს შეხება ჰქონდა სხვადასხვა კლასების მოსწავლეებთან და თავის კოლეგებთან, სავარაუდოდ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ 12 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით,  სკოლა მთლიანად გადავიყვანოთ დისტანციური სწავლების რეჟიმზე“, - განაცხადა ქორქიამ.

მისი თქმით, ფოთის მასშტაბით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ამ დროისთვის შვიდი სკოლის ცალკეული კლასია გადასული.  ინფიცირებული მოსწავლეების რაოდენობა კი ათს შეადგენს.