თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. პერსონალურ რეიტინგში პირველ ადგილზე ტრადიციულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, პოლიტიკოსებს შორის კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიდერობს. ამაზე მეტყველებს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.
კვლევის მიხედვით, რომლის საველე სამუშაოებიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, გამოკითხულთა უმრავლესობას - 89%-ს კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე - კახა კალაძე 54%-ით.
ასევე, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ:
- დავით ბაქრაძეს - 52%
- ნიკა მელიას - 42%
- ბიძინა ივანიშვილს - 40%
- გიორგი ვაშაძეს - 39%
- დავით უსუფაშვილს - 36%
- არჩილ თალაკვაძეს -33%
- ირაკლი კობახიძეს - 33%
- სალომე ზურაბიშვილს - 31%
საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები არჩევნებზე ხმას „ოცნებას“ მისცემდა – IRI-ს გამოკითხვა >>
რაც შეეხება ინსტიტუტებს, გამოკითხულები ყველაზე დადებითად აფასებენ ჯარსა (82%) და ეკლესიას (79%). სიაში შემდეგია ქართული მედია, რომელიც 64%-იანი სიმპათიით სარგებლობს. სიაში მყოფი ორგანიზაციებიდან, გამოკითხულთათვის ყველაზე მიუღებელია პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტის ოფისი, ეროვნული ბანკი.
კვლევა 2021 წლის 2 -26 თებერვლის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასმა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.