სუეცის არხი „საცობისგან“ მთლიანად გათავისუფლდა

არხი მუშაობდა სადღეღამისო რეჟიმში, რათა დაჩქარებული ტემპებით გაეტარებინა გემები, რომლებიც გაჭედილი კონტეინერმზიდის გამო „საცობში“ აღმოჩნდნენ
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მეჩეჩზე შემჯდარი კონტეინერმზიდ Ever Given-ის გამო „საცობში“ მოხვედრილმა 422-ვე გემმა სუეცის არხი გაიარა, განაცხადა არხის ადმინისტრაციის უფროსმა უსამა რაბიამ. ამის შესახებ წერს РИА Новости.

„22 მილიონი ტონა საერთო წყალწყვის 422-ვე გემმა, რომელიც Ever Given-თან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ თავის რიგს ელოდა, სუეცის არხის კალაპოტი გაიარა“, - ნათქვამია რაბიას განცხადებაში.

მისი თქმით, ოპერაცია რეკორდულ ვადებში შესრულდა და არხის თანამშრომლების დიდ მიღწევას წარმოადგენს.

Ever Given-მა სუეცის არხში შესვლამდე ზღვაზე მამაკაცის სასქესო ორგანო მოხაზა: ვიდეო

400-მეტრიანი და 224 ათასი ტონა წყალწყვის გემი Ever Given, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, 23 მარტს ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ საზღვაო მაგისტრალზე - სუეცის არხში გარდიგარდმო გაიჭედა და ნავიგაცია გადაკეტა. ორშაბათს ის რამდენიმე მცდელობის შემდეგ ადგილიდან დაძრეს. ოპერაციაში 15 საბუქსირო ხომალდი მონაწილეობდა.

რაბიას განცხადებით, სუეცის არხის დაბლოკვის შედეგად ზარალმა შესაძლოა 1 მლრდ დოლარს მიაღწიოს.