რა საკითხები განიხილეს საქართველო პრემიერმა და კრისტიან დანიელსონმა შეხვედრაზე

საქართველოში სამი დღით ჩამოსული კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეიდან იწყებს.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას. 

კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრემიერსა და პრეზიდენტს ხვდება

შვედი დიპლომატი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად 27 მარტს ჩამოვიდა – ეს ევროპის მხრიდან უკვე მესამე მცდელობაა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნდეს.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მხარეებს შორის შუამავლობის მისიით საქართველოს პირველად 12 მარტს ეწვია. „ორდღიანი ვიზიტი“ საბოლოოდ 19 მარტამდე გაგრძელდა, მაგრამ მისი ინიციატივით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა – ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, ხელისუფლება კი არ თანხმდება. მანამდე კი საქართველოს ამავე მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სტუმრობდა.

დანიელსონმა დაასახელა, ვის არის პასუხისმგებელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაზე

პრემიერმა და კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის OSCE/ODIHR-ის შეფასებას, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. 

„ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ჯერ უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიცია კვლავ უარს ამბობს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში მონაწილეობაზე და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება კი ამ საკითხს „წითელ ხაზად“ მიიჩნევს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.

კრისტიან დანიელსონი გუშინ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს კარლ ჰარცელს და კელი დეგნანს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. დღეს დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს. მანამდე კი შვედ დიპლომატს ქვეყნის პირველ პირებთან აქვს შეხვედრები დაგეგმილი.