როგორ შევიჩეროთ სლოკინი: ექვსი უსწრაფესი და უებარი ხერხი

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, სლოკინის შესაჩერებლად სამედიცინო ხერხები არ არსებობს. თუმცა, ხელების ჩამოშვება და დანებება არ ღირს, იმიტომ რომ არსებობს არაერთი ხალხური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ, სწრაფად და მარტივად შეიჩეროთ სლოკინის შეტევა.
Sputnik

ქვემოთ რამდენიმე გამოცდილ ხერხს გაგაცნობთ.

სუნთქვის მეთოდი

სლოკინი შეიძლება სერიოზული პრობლემის არატიპიური სიმპტომი იყოს: ექიმი გირჩევთ

რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და მერე მცირე ხნით შეიკავეთ სუნთქვა. პარალელურად შეეცადეთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ მეთოდით საკმაოდ სწრაფად შეიჩერებთ საყლაპავისა და დიაფრაგმის სპაზმებს, შესაბამისად - სლოკინს.

რეფლქტორული მეთოდი

დააჭირეთ ენის ძირს თითები ისე, თითქოს პირღებინების გამოწვევას ცდილობთ. ამით სწრაფად მოიხსნით სლოკინის გამომწვევ სპაზმებს საყლაპავსა და დიაფრაგმაში.

წყლის მეთოდი

გადაიხარეთ წინ და შეეცადეთ, ნელ-ნელა, პატარა ყლუპებით დალიოთ წყალი დიდი ჭიქით.

პრესის ვარჯიშის მეთოდი

სლოკინი ახალშობილის ტვინს ავითარებს: ბრიტანელი ნეიროფიზიოლოგების დასკვნა

თუ სლოკინი შინ დაგეწყოთ და არა ვთქვათ, ტრანსპორტში, ქუჩაში ან სამსახურში, კარგი იქნება, თუ პრესის ვარჯიშებს გააკეთებთ. ამბობენ, რომ ეს საკმაოდ ეფექტური ხერხია სლოკინთან საბრძოლველად. ოღონდ ვარჯიში უნდა განაგრძოთ მანამ, სანამ შეტევა არ გადაგივლით.

შაქრის მეთოდი

დაიყარეთ ენის წვერზე ცოტაოდენი შაქრის ფხვნილი და მაშინვე გადაყლაპეთ, რათა არ გადნეს.

ნერწყვის მეთოდი

გადაწიეთ თავი შეძლებისდაგვარად უკან და გადაყლაპეთ ნერწყვი. ეცადეთ, ეს მაქსიმალურად უკან გადაწეული თავით გააკეთოთ. პირადი გამოცდილებიდან გიდასტურებთ, რომ ეს ყველაზე უებარი და უსწრაფესი მეთოდია.