საქართველო-შვედეთის მატჩის პირველი ტაიმი დასრულდა: მასპინძლები დაწინაურდნენ

საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების შეხვედრა საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყო. შეხვედრის პირველი გოლი შვედი ლეგენდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის პასით გავიდა
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და შვედეთს შორის ანგარიშით 1:0 შვედეთის სასარგებლოდ დასრულდა.

საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებმა შეხვედრა პასიურობით დაიწყეს. ფეხბურთელები საწყის წუთებში სიფრთხილით გამოირჩეოდნენ. ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაში თავიდანვე კონტრშეტევებზე ააწყვეს, რამაც ნაწილობრივ შედეგი გამოიღო და ქვილითაია მეტოქის კარის დარაჯთან პირისპირ დარჩა, თუმცა „ანორთოსისის“ შემტევს, შეიძლება ითქვას, საფეხბურთო კლასი არ ეყო და მეკარეს ბურთი პირდაპირ ხელებში მისცა.

შვედეთი-საქართველო: დასახელდა ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები

ქართველებმა კიდევ რამდენიმე შეტევა განახორციელეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

შვედმა ფეხბურთელებმა მატჩის 35-ე წუთზე სახიფათო შეტევა წამოიწყეს, მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გადაცემას ზლატან იბრაჰიმოვიჩი იდეალურად დახვდა, საგოლე პასი გააკეთა და კლაუსენმაც ანგარიში გახსნა.

პირველი ნახევრის ბოლოს ქართველებს რამდენიმე კონტრშეტევის შანსი კიდევ მიეცათ, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა. საბოლოოდ შეხვედრის პირველი ნახევარი შვედების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

საქართველოს და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

საქართველოსა და შვედეთს შორის მატჩი შვედეთის ქალაქ სოლნაში მიმდინარეობს. შეხვედრას ფრანგი არბიტრი ბენუა ბასტიენი უძღვება.

კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩი ცარიელი ტრიბუნებით იმართება.