აჭარამ შესაძლოა ტურისტების მიღება დაიწყოს: დასახელდა პირობა

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა – 2020 წელს დარგიდან მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 427,7 ათასი დოლარი შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. დღეს აჭარაში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დაიკეტა – სასულიერო პირებს კოვიდი დაუდასტურდათ

მისი თქმით, თუ რეგიონის მოსახლეობა მომავალშიც ზედმიწევნით დაიცავს რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების ზომებს, რეგიონში ტურიზმი მალე განახლდება. 

„აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. იქ საზოგადოებრივი იმუნიტეტი ყველაზე მაღალია. თუ საზოგადოება ზედმიწევნით დაიცავს რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების ზომებს, პირველ რიგში კი პირბადის ტარებას, შესაძლებელია რეგიონმა ტურისტები მიიღოს“, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 26 ადამიანს დაუდასტურდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 419-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 279.446-ს მიაღწია.