გიორგი გახარია თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს ადგენს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახალი განცხადება Twitter-ის სოციალურ ქსელში ერთი საათის წინ გაავრცელა
Sputnik

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მუშაობს, ამის შესახებ მან თავის Twitter-აკაუნტში დაწერა.

გახარია პოლიტიკაში ბრუნდება - საქართველოში „მესამე ძალა“ გამოჩნდება?

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ მისი პოლიტიკაში შესაძლო დარჩენის საკითხი მუდმივად იყო განხილვის საგანი, თუმცა თავად გახარიამ ეს საჯაროდ დღეს პირველად დაადასტურა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და თავისი გეგმების შესახებ უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

ახალი განცხადება მან ერთი საათის წინ გაავრცელა.

„დღეს მე განვაცხადე, რომ ვრჩები საქართველოს პოლიტიკაში. ამჟამად ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება“, - წერს გახარია.

გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ის მას შემდეგ გადადგა, რაც თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე ვერ შეთანხმდა.