შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2020 წელს

საქართველოში დაფიქსირებულ შემთხვევებში სუიციდი უფრო ხშირად მამაკაცებს აქვთ ჩადენილი, ყველაზე უმცროსი 11 წლის იყო
Sputnik

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. 2020 წელს საქართველოში თვითმკვლელობის 380 შემთხვევა და თვითმკვლელობის მცდელობის 552 შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.

ქმარი, დედამთილი და საკრებულოს დეპუტატი – ვინ უბიძგა ქალს სუიციდისკენ

ყველა დაფიქსირებული შემთხვევიდან თვითმკვლელობა ჩაიდინა 71-მა ქალმა და 309 მამაკაცმა. ყველაზე უმცროსი იყო 11 წლის, ყველაზე უფროსი - 90-ის.

რაც შეეხება თვითმკვლელობის მცდელობებს, 321 მცდელობა მამაკაცებმა ჩაიდინეს, 231 - ქალებმა.

თვითმკვლელობების და მისი მცდელობების უმეტესობა ჩადენილია საქართველოს მოქალაქეების მიერ. ამ ჩამონათვალში არიან ასევე ირანის, ერაყის, თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, დიდი ბრიტანეთის, ლიბანის და უზბეკეთის მოქალაქეები.

ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. 2020 წელს სუიციდის 380 შემთხვევიდან თბილისში 110 შემთხვევა მოხდა. რაც შეეხება მცდელობებს, დედაქალაქში 148 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა.

სიტუაცია რეგიონებში ასე გამოიყურება:

რეგიონი თვითმკვლელობები თვითმკვლელობების მცდელობები
სამეგრელო-ზემო სვანეთი50112
აჭარა40 86
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი5480
კახეთი2839
ქვემო ქართლი3136
შიდა ქართლი2633
გურია219
მცხეთა-მთიანეთი192
სამცხე-ჯავახეთი611