წულუკიანი: ვიცი რა უნდა გავაკეთო პირველ რიგში

თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შესახებ შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მარტს მოაწერა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. მე მაქვს საერთო წარმოდგენა სიტუაციაზე და საკუთარი შეხედულება, თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

დღეს თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა. იგი უფლებამოსილების აღსრულებას 22 მარტიდან შეუდგება. მანამდე წულუკიანს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა

„რომელ სფეროში რა არის მომავალში გასაკეთებელი, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა მაქვს და პირველივე შესაძლებლობისთანავე დარგის წარმომადგენლებს, ვისაც ჯერ არ შევხვედრივარ, შეხვედრაზე გავაცნობ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქით, ორშაბათს იგი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

კვირის დასაწყისში პარლამენტმა მთავრობის რეფორმისა და ახალი სამინისტროს შექმნის შესახებ კანონპროექტების პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ უწყებად გაიყო – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად.

თეა წულუკიანი მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია, რომელიც მინისტრთა კაბინეტში 2012 წელს მოხვდა. თანამდებობას ყველა მინისტრზე მეტხანს იკავებდა და იმუშავა ხუთ პრემიერთან – ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მამუკა ბახტაძესთან და გიორგი გახარიასთან.