შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

როგორც ექიმები აცხადებდნენ, ექთნის მდგომარეობა საწყის ეტაპზე მძიმედ შეფასდა, ამ დილისთვის კი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. მიუხედავად ამისა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ კომაში ჩავარდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

გუშინ ახალციხის კლინიკა „იმედში“ ჩატარებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთ ექთანს აცრიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ანაფილაქსური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში მოათავსეს, მოგვიანებით კი პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პაციენტი დღეს გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდება, რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი.

ევროკავშირის კომიტეტმა AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა>>

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

საქართველოში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო

ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა, რომ საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია გაგრძელდება.

საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე 3 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა.