ყალბი ფულის გასაღება საქართველოში: უსაფრთხოების სამსახურმა სამი პირი დააკავა

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულებმა რამდენიმე ათასი ლარის ყალბი კუპიურების გასაღება მოახერხეს, მათ შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოში ყალბი ფულის კუპიურების გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს, იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სახელმწიფოს საკუთრების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი ამხილეს

გამოძიებით დადგენილია, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში ერთ-ერთმა ბრალდებულმა გამოძიებასთან მოთანამშრომლე პირზე გაასაღა ყალბი 100-ლარიანი კუპიურები – ჯამში 14 ცალი. ხოლო დამატებით 2 ათასი ლარის ყალბი კუპიურის გასაღება ორ თანმხლებ პირთან ერთად განახორციელა 2021 წლის 17 მარტს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.