მოსაზრება: რისთვის სჭირდება ნატოს საქართველო სინამდვილეში?

უცხოეთის სამხედრო-საზღაო ძალების ყოფნა საქართველოს წყლებში ხელს უწყობს რეგიონში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას.
Sputnik

იმ პირობებში, როდესაც რესპუბლიკას ფაქტობრივად არ გააჩნია სამხედრო ხომალდები, „ოპერატიული თავსებადობის ამაღლება“ შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოთხი ხომალდით, აბსურდულად და პროვოკაციულად გამოიყურება.

ნატოს მუდმივი სამედრო-საზღვაო დანაყოფი SNMG2 ორშაბათიდან დგას საქართველოს წყლებში და იქ 18 მარტამდე აპირებს დარჩენას ერთობლივი წვრთნების შემდეგ. მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამ ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერატიული თავსებადობის ზრდაა.

იარაღს ნუ აჟღარუნებთ: რუსეთის საელჩომ შავ ზღვაში ამერიკული ნაღმმზიდების ყოფნა გააპროტესტა

ამგვარ მოვლენებს სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც წესი, თავდაცვის ან საგარეო საქმეთა სამინისტროები აკომენტარებენ. მაგრამ საქართველოს ფაქტობრივად არ ჰყავს სამხედრო-საზღვაო ძალები, ხოლო რამდენიმე საპატრულო კატარღა შსს-ის სასაზღვრო პოლიციია დაქვემდებარებაშია. აქ ნებისმიერ სამხედრო მეზღვაურს გაჩნდება კითხვა: როგორ იმოქმედებს პოლიციის საპატრულო კატარღები სარაკეტო ხომალდებთან ერთ ოპერაციულ სივრცეში? კითხვა რიტორიკულია.

შევნიშნავთ, რომ ნატოს ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ფრეგატი Cristobal Colon-ი (ესპანეთი), Regina Maria (რუმინეთი), Kemalreis-ი (თურქეთი) და Смел). ეს სხვადასხვა ასაკის გემებია, შთამბეჭდავი არსენალებით ბორტებზე, სარაკეტო, საარტილერიო და ტორპედული შეიარაღების ჩათვლით. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საშუალებებმა ჯგუფის მოქმედებებზე დაკვირვება დაიწყო, როგორც კი ის შავი ზღვის აკვატორიაში შემოვიდა 12 მარტს.

საქართველოს სამხედრო პოტენციალი – რეიტინგი

საქართველოს შსს-ს საპატრულო კატარღებს შეუძლია საფრთხე შეუქმნას კონტრაზბანდისტებსმ ნარკოდილერებსა და ადამიანით მოვაჭრეებს, მაგრამ ნატოს შემტევ ჯგუფში ისინი ვერ ინტეგრირდება ტექნოლოგიურად - არცერთი პარამეტრით. ოპერატიული „საბრძოლო) შეუთავსებადობა იმდენადვე აშკარაა, რამდენადაც ნატოს სარაკეტო ხომალდების რეალური მიზნებია არაერთმნიშვნელოვანი საქართველოს ტერიტორიულწყლებში - რუსეთის მეზობლად.

როგორც შსს-ში აღნიშნეს, ნატოს ხომალდების რეიდები საქართველოს პორტებში რეგულარული ხასიათისაა და ალიანსსა და საქართველოს შორის „თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“ შავ ზღვაზე უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილის მონაცემებით, ეროვნული არმიის შეიარაღების მოდერნიზაციაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4% - ანი დაახლოებით 150 მლნ დოლარია გამოყოფილი, რაც ზღვაშ წვეთია, მთელი სამხედრო ბიუჯეტის რაოდენობა კი 2021 წლისთის 270 მლნ დოლარია. აშშ ეხმარება საქაღთველოს ნატოს სტანდარტებით ცხრა სამანევრო ბატალიონის მომზადებასა და აღჭურვაში, თუმცა ესეც ზღვაში წვეთია.

მოსაზრება: როგორი პერსპექტივები აქვს სამხედრო ბლოკს საქართველო–მოლდოვა–უკრაინა

ხილულ მომავალში საქართველოსა და ნატოს ოპერატიული თავსებადობის მიღწევა ტექნოლოგიურად შეუძლებელია.

რაში სჭირდებათ პარტნორებს საქართველო

პენტაგონის შეფნა ლლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბრისას მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ აშშ მზადაა ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის. მხარეებმა ავღანეთში მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ ერთობლივი მონაწილეობისა და ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.

პარტნიორებს საქართველო რუსეთთან გამუდმებული კონფლიქტების „დასამუშავებლად“ და ასევე ალიანსის ჯარების განსათავსებლად ესაჭიროებათ სამხედრო მოქმედებების რეგიონულ თეატრში.

რა თქმა უნდა, ლოკალური კონფლიქტის შემთხვევაში დასავლელი პარტნიორებიდან საქაღთველოს გამო არავინ მოაწერს ხელს კატასტროფას. კოლექტიურ დასავლეთს „უმცროსი“ მოკავშირეები სახარჯ მასალად ესაჭიროებათ მსხვილ მოწინააღმდეგესთან მრავალწლიან ჭიდილში.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!