პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ: მასობრივი აქციები არ წყდება – ფოტო

Sputnik

„ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ ადგილობრივები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები. ისინი რეგულარულ აქციებს მართავენ უკვე ოთხ თვეზე მეტია და მშენებლობის მახლობლად კარვების ქალაქიც მოაწყვეს.

მრავალათასიანი აქცია ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში - ვიდეო

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მტკიცებით, ეს სეისმურად აქტიური ზონაა და სამშენებლო სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება. ისინი ასევე აცხადებენ, რომ პროექტის შემუშავებისას დაშვებულია შეცდომები.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ თურქულმა კომპანიამ ENKA Riniubels, მისმა წარმომადგენლებმა და თანამშრომლებმა დატოვონ რაიონი, ხოლო საქართველოს მთავრობამ გამოიხმოს ნამახვანის ჰესის კასკადის მშენებლობის ნებართვა. ისინი ასევე მოითხოვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გადადგომას.

საქართველოს მთავრობამ 2019 წელს თურქულ კომპანია ENKA-ს და ნორვეგიულ კომპანიას Clean Energy Group ნამახვანის ჰესის კასკადის შემუშავების, მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის ნებართვა მისცა. კასკადმა უნდა დააკავშიროს ქვემო ნამახვანის (333 მეგავატი) და ზემო ნამახვანის (100 მეგავატი) ჰიდროელექტროსადგურები.

იგეგმება, რომ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 15%-ით გაიზრდება. მშენებლობაში 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

1 / 15
პროტესტი ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე ოთხ თვეზე მეტია გრძელდება
2 / 15
აქციების მონაწილეები მოითხოვენ, დატოვოს თურქულმა კომპანიამ ENKA რაიონი
3 / 15
ხელისუფლებისგან კი ნამახვან-ჰესის მშენებლობაზე შეთანხმების გაბათილებას მოითხოვენ
4 / 15
თუმცა, კომპანიებთან ENKA და Clean Energy Group გაფორმებული ხელშეკრულება უვადოა
5 / 15
მეპროტესტეების თქმით, პროექტში დაშვებულია შეცდომები
6 / 15
მშენებლობოს მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ მდინარე რიონის ხეობა სეისმურად აქტიური ზონაა და იქ ასეთი მასშტაბის ნაგებობის აშენება არ შეიძლება
7 / 15
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერებულია მანამ, სანამ დამოუკიდებელი ექსპერტები არ ჩაატარებენ დამატებით კვლევებს
8 / 15
თუმცა, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, სხვა ყველა სამუშაო გაგრძელდება, რამაც გამოიწვია ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი
9 / 15
მომიტინგეთა რაოდენობა ყოველ აქციაზე მატულობს
10 / 15
რეგიონის მკვიდრები დანებებას არ აპირებენ
11 / 15
პროტესტი შესაძლოა გაგრძელდეს - თუმცა სიტუაცია ამ მომენტისათვის ჩიხში შევიდა
12 / 15
საქართველოს ხელისუფლებას შეთანხმების ანულირება, ხოლო მოწინააღმდეგეები კომპრომისზე წასვლას არ აპირებენ
13 / 15
ჰესის მშენებლობის აქტიური ფაზა ჯერ არ დაწყებულა
14 / 15
მაგრამ პროტესტი ყოველ ჯერზე უფრო ხმაურიანია
15 / 15
მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ სამშენებლო სამუშაოები მუდმივად მონიტორინგის რეჟიმში განხორციელდება, დემონსტრანტები აქციებს განაგრძობენ