მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ

ქართველი მხატვარი ქალი თავის ნახატებს ქმნიდა ზეთითა და საღებავებით, სხვადასხვა ფერის ქვებით, ქვიშით, მინით, თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებით...
Sputnik

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმ „ელიკოს“, რომელიც თვითნასწავლ მხატვარს ელენე ლუხუტაშვილს ეძღვნება, მოსკოვში 17 მარტს აჩვენებენ, ნათქვამია რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ–კულტურული ავტონომიის განცხადებაში.

მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ

ჩვენების ორგანიზატორები არიან პროექტი „კინომანია“ (Мания Кино) და რუსეთში ქართული დიასპორის კულტურის დეპარტამენტი Chveni Saunje. მაყურებელს ფილმს წარუდგენენ კინოს ექსპერტი გიორგი ნერსესოვი და რეჟისორი დენის ნერობეევი.

მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ

„სამყარო, რომელსაც ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი ქმნის, კარდინალურად განსხვავდება იმ კაშკაშა ტურისტული სურათებისგან, რომელსაც საქართველოში ტურისტები მიეჩვივნენ. ამ თელაველი ბრძენი ქალის ყოფასა და ცხოვრებისეულ ფილოსოფიაში ჩაღრმავება ფილმს განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ

კინოფილმის სპეციალური ჩვენება ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მოსკოვის ეროვნებათა სახლში გაიმართება. მაყურებელმა სეანსზე დასასწრებად ონლაინ–რეგისტრაცია უნდა გაიაროს.

ელენე ლუხუტაშვილი 2019 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავის ნახატებს ქმნიდა ქვებისგან, ქვიშისგან, მინისგან, თიხის ჭურჭლის ნამსხვრევებისგან, კანფეტების შესაფუთი ქაღალდებისგან.

მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ

მისი ნახატების გმირები არიან საქართველოს მეფეები, ბიბლიური სიუჟეტები, ფრინველები და ცხოველები, ასევე შიშველი ქალები ბუნებაში.

1990-იან წლებში მხატვარი ორჯერ იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. მხატვარს თავის დროზე ძალიან სურდა ქალაქის ცენტრში კედლის მხატვრული გაფორმება, მასზე კახეთის ძველი და თანამედროვე ცხოვრების ასახვა, მაგრამ მისი იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა.

მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ

ელენე ლუხუტაშვილის სახლის სარდაფში მისი 500-მდე ნამუშევარი ინახება. ამ ნამუშევრებს არ ყიდდა, რადგან მიაჩნდა, რომ ისინი ქალაქ თელავის საკუთრებაა.

მოსკოველები ნახავენ ფილმს უნიკალური ქართველი მხატვარი ქალის შესახებ

2016 წელს თბილისში, ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკაში მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა.