„იმედმა“, „მაესტრომ“ და GDS-მა მაუწყებლობა განაახლეს: ტელეკომპანიის განცხადება

სერვერები მოულოდნელად გაითიშა და სისტემა მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. მსგავსი რამ ტელეკომპანიაში პირველად მოხდა.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. სერვერებზე შექნილი ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია, ტელეკომპანია „იმედმა” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალმა „მაესტრომ” და GDS-მა მაუწყებლობა განაახლეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

„იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის სერვერები დაუდგენელი მიზეზით მწყობრიდან გამოვიდა

რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანია „იმედის“, აგრეთვე ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა“ და GDS-ის სერვერები დაუდგენელი მიზეზით მწყობრიდან გამოვიდა.

სერვერების მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტექნიკური სამსახური შეფერხების გამომწვევი მიზეზების დადგენას ცდილობს.

ტელეკომპანია „იმედის” და „იმედის” ჰოლდინგში შემავალი „მაესტროსა” და GDS-ის მაუწყებლობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ამ პერიოდში შეფერხებით მუშაობდა ვებ-გვერდი imedinews.ge.

ტელეკომპანია ბოდიშს უხდის ტელემაყურებლებს და ვებ-გვერდის მომხმარებლებს შეფერხებისთვის.