თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საბერძნეთში პარასკევს 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება РИА Новости ათენის ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკის ინსტიტუტზე დაყრდნობით.
მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივი დროით 14:57 საათზე დაფიქსირდა. სწორედ აქ მოხდა 3 მარტს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა.
საქართველო საბერძნეთს მძლავრი მიწისძვრის გამო უთანაგრძნობს>>
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ელასონთან ახლოს მდებარეობდა.
ინფორმაცია გარდაცვლილების, დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.