დიახ, თურმე კაცებს უბრალოდ აჯადოებს ნებისმიერი ასაკისა და გარეგნობის ქალი, თუ ის გარკვეულ თვისებებს ფლობს.
ფსიქოლოგებმა არაერთ მამაკაცთან საუბრისა და მათი მოსაზრებების შესწავლის საფუძველზე დაადგინეს, რომელია ეს თვისებები.
გაირკვა, რომ კაცების აზრით, ქალი მომაჯადოებლად დამატყვევებელია, თუ:
* მარტივად შეუძლია მიაფურთხოს სხვების აზრს. ეს ადრე იყო, ვინმეს ირიბი გამოხედვა და გადაკრული სიტყვა რომ ნერვებს უშლიდა. ახლა ის აღარც ღამეებს გაათენებს იმაზე ნერვიულობით, რომ კოლეგამ რაღაც საწყენი უთხრა და არც იმაზე იდარდებს, ვინ რას იფიქრებს მასზე. ახლა მისთვის აბსოლუტურად სულ ერთია საზოგადოების აზრი.
* ყურადღებას არ აქცევს მოდის უაზრო წესებს და არ იცვამს, ვთქვათ, სტრინგებს იმის გამო, რომ ის მოდაშია. ჰო, კიდევ აღარც „შპილკებზე“ სიარულით იწუხებს თავს, აღარც უაზრო დიეტებითა და სხვა სისულელეებით, რაც მანამდე ფრიად და ფრიად აღელვებდა. მას უკვე შეუძლია ატაროს ის, რაც თავად მოეხასიათება და თანაც თავი ძალიან ბედნიერად იგრძნოს.
* საერთოდ აღარ აინტერესებს თავისი ყოფილი და აღარ დაძვრება მის „ფეისბუქის“ გვერდზე თუ „ტვიტერის“ მიკრობლოგში, არ სწერს მას მესიჯებს სიმთვრალეში და არ ადარებს ვიღაც სხვა კაცებს. მორჩა, წერტილი დასმულია! ქალი ახლა სიცოცხლით ტკბება.
* არ თავაზიანობს საწოლში და თამამად უმხელს პარტნიორს იმას, რაც სურს რომ მისგან მასთან დაწოლით მიიღოს. განა ისევ 18 წლისაა, რომ ეშინოდეს, ემანდ, ვინმემ ჩემი სექსუალური ფანტაზიები გარყვნილობად არ მიიღოსო.
* შეუძლია ხისტი პასუხი გასცეს და მოაკეტინოს არაკეთილმოსურნეებს. უფრო მეტიც, აგინოს კიდეც, თუ საჭიროა. თანაც ისე, რომ მწყენინებელმა, ვინც უნდა იყოს ის — მეგობარი, მეზობელი თუ შეფი — სიცოცხლის ბოლომდე დაიმახსოვროს: მისი შეწუხება არ შეიძლება!
* წყვეტს მოსაბეზრებელ ურთიერთობებს და თავიდან იშორებს „უხერხულ“ და სახიფათო ადამიანებს — მეგობრებსა თუ ნათესავებს; შეუძლია ეშმაკებში გაგზავნოს საყვარელი ადამიანი, რომელსაც რატომღაც აღარ აკმაყოფილებს აღარც ქალის ქცევა, აღარც წონა და აღარც სიტყვა–პასუხი. ჰოდა, დაახვიოს თავისი კრიტიკიანად, თუ არ შეუძლია ქალი ისეთი მიიღოს, როგორიც არის.
* შეცდომებზე არ ნერვიულობს, ვინაიდან, მისი აზრით, ეს მისი ცხოვრების, მისი წარსულის მხოლოდ მიზერული ნაწილია და ამინდს ვერ ქმნის. მორჩა და გათავდა! ის, რაც გუშინ, ერთი თვისა თუ ხუთი წლის წინ მოხდა, ვერ დაუნგრევს მას აწმყოს. მარტივად ირჩევს რა უნდა: „ნაგვით სავსე ტომრის“ გამუდმებით თრევა, თუ მისი თავიდან მოშორება.
* ზუსტად იცის, რა სურს — თბილი სვიტერების ქსოვა თუ აფრიკული ტარაკნების მოშენება. იოლად შეუძლია ძველი, წარმატებული, მაგრამ არასაყვარელი საქმე მიატოვოს და ახალსა და საინტერესოს მოჰკიდოს ხელი. იმიტომ რომ ასე უკეთ გრძნობს თავს.
* საერთოდ არ აღელვებს, რას წერენ მასზე სოციალურ ქსელებში და არც კი ამოწმებს, დაულაიქეს ფოტოსა და სტატუსზე თუ არა. რაც შეეხება მილიონობით ერთდაწკაპუნებიან ტესტს, რომლებითაც ირკვევა, რა ცხოველი იყავი წინა ცხოვრებაში ან ვისი სულია შენ ახლანდელ სხეულში ჩასახლებული — მათ ვერც კი ამჩნევს.
* აღარ ცდილობს იდეალური გახადოს საკუთარი სხეული, ისედაც კმაყოფილია და ზუსტად ესაა მთავარი. აღარც თეძოების გარშემოწერილობას იზომავს, აღარც ლუკმებსა და კალორიებს ითვლის და აღარც სამმაგ ფუშაფს იტენის აზღუდში. მიაჩნია, რომ რადგან თვითონ მოსწონს საკუთარი აღნაგობა, ე.ი. იდეალური სხეულის პატრონია.
* დასცინის სტატუსებსა და სიმბოლოებს და 20 წლის ქარაფშუტა გოგონებივით არ ოცნებობს „ლუი ვიტონის“ ჩანთაზე, გალაპლაპებულ ჯიპზე და ამ ყველაფრის მყიდველ მდიდარ მამაკაცზე. მშვენივრად ირგებს და იხდენს იმას, რაც აქვს, თუნდაც ძალიან იაფფასიანს და სწორედ ამით იზიდავს და ხიბლავს, უბრალოდ აჯადოებს მამაკაცებს.