მართალია, შეფუთვაზე მცირე ინფორმაცია კია დატანილი, მაგრამ რას ნიშნავს ლათინური მარკირება BB, CC, DD და PP ბევრმა არ იცის.
გთავაზობთ აღნიშნული მარკირებების განმარტებას:
BB-კრემი: იშიფრება როგორც beauty balm ან blemish balm, ანუ „სილამაზის ბალზამი“ ან „შესანიღბი ბალზამი“.
BB-კრემის დამახასიათებელი თვისებები:
- შესანიშნავად ატენიანებს კანს;
- უხდება ნებისმიერი ტიპის კანს;
- აქრობს გამონაყარს;
- აცხრობს ანთებით პროცესს;
- ათანაბრებს სახის კანის ტონს;
- აშორებს ზედმეტ პიგმენტაციას;
- ბრწყინვალედ გამოიყენება მაკიაჟის ქვედა ფენად;
- იცავს კანს მზის სხივებისგან.
გახსოვდეთ: მიუხედავად ყველა ამ ღირსებისა, BB-კრემი ვერ შეგიცვლით ძირითად მოსავლელ საშუალებას და ამიტომაც არ გირჩევთ სახის კანის მოვლის სხვა საშუალებებზე უარის თქმას.
СС-კრემი: პრინციპულად განსხვავდება ВВ-კრემისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი ტონალური საშუალებების გაუმჯობესებული ვერსიაა, ხოლო პირველი — მატონიზირებელი ეფექტის მქონე კორექტორი.
СС იშიფრება როგორც сolor сontrol, ანუ „ფერის კონტროლი“ და მისი ამოცანა უშუალოდ ფერის კორექციაა.
СС-კრემის დამახასიათებელი თვისებები:
- სახის კანის სიწითლესა თუ სიყვითლესთან ბრძოლა
- ბევრად მსუბუქი სტრუქტურა
- სპეციალური მანათობელი ნაწილაკები, რომლებიც კანს ბრწყინვალებასა და სიცოცხლეს სძენს.
გახსოვდეთ: CC-კრემი არ უხდება ცხიმიან და პრობლემურ კანს.
DD-კრემი: იშიფრება როგორც daily defence, ანუ „ყოველდღიური დაცვა“. ამ საშუალებების მთავარი დანიშნულებაა, დაიცვას სახის კანი გარემოს ისეთი დამანგრეველი ზემოქმედებისგან, როგორებიცაა სმოგი, გამონაბოლქვი გაზები, მზის რადიაცია და ტოქსიკური ნივთიერებები.
DD-კრემის დამახასიათებელი თვისებები:
- ყველაზე მეტად უხდება კანს, რომელიც უკვე იწყებს დაბერებას;
- აქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე ტექსტურა და ამიტომ ვერ შეგიცვლით ტონალურ კრემს;
- გახსოვდეთ: DD-კრემი ფორებს ავსებს და ამიტომ ნუ გამოიყენებთ მას ბოროტად.
EE-კრემი: იშიფრება როგორც extra еxfoliation, ანუ „ექსტრა აქერცვლა“.
EE-კრემის დამახასიათებელი თვისებები:
- აშორებს სახის კანის მკვდარ უჯრედებს;
- იცავს მზის მოქმედებისგან;
- ატენიანებს;
- სახის კანს ბრწყინვალებას სძენს;
- ებრძვის ანთებით პროცესებს.
გახსოვდეთ: EE-კრემის ხშირად გამოყენება დაუშვებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაზი და მგრძნობიარე კანი აქვს.
PP-კრემი: იშიფრება როგორც Pink рerfect, ანუ „ვარდისფერი სრულყოფილება“. გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ ბაზად. მასში შემავალი სილიკონის ნაწილაკები ავსებს და ათანაბრებს სახის კანს, ანიჭებს სიგლუვეს ნაოჭებსა და ნაიარევებს, ავიწროებს ფორებს. რა ფერისაც უნდა იყოს კრემი, კანზე ის გამჭვირვალედ და შეუმჩნევლად „ჯდება“.
PP-კრემის დამახასიათებელი თვისებები:
- კრემის წასმამდე აუცილებელია სახის გაწმენდა და დატენიანება სხვა სპეციალური მოსავლელი საშუალებებით;
- PP-კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, თუმცა მაკიაჟისთვის დამოუკიდებელ პროდუქტად არ გამოიყენება.