„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები

„დაქარგული“ ნათია მიგრიაულის სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს თემატურ, ნაქარგებიან აქსესუარებს სთავაზობს.
Sputnik

როგორია ახალბედა სტარტაპერის ისტორია და როგორ გაუმკლავდა ის ბრენდის შექმნის გამოწვევას, როგორ დაიმსახურა მომხმარებლების კეთილგანწყობა, ნდობა – ამ საკითხებზე ნათია თავად გვესაუბრა.

„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები

- ჩემი პროფესია დაკავშირებული იყო და არის დიზაინთან და ხელოვნებასთან. დავამთავრე ტანსაცმლის დიზაინი და მოდელირება. დიზაინი ბავშვობიდანვე მიტაცებდა და ყოველთვის მიზნად მქონდა დავუფლებოდი ამ პროფესიას. ასევე ვხატავ და ძალიან მიყვარს სხვადასხვა ორნამენტებზე მუშაობა.

„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები

- ქარგვა როდის შეისწავლეთ და რამდენად საინტერესო პროცესია ეს თქვენთვის?

- მიყვარს სიახლეების ძიება. ყველაფერი ლამაზი და ესთეტიური საინტერესოა ჩემთვის. პანდემიის პერიოდში, როცა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, დავინტერესდი ქარგვის ხელოვნებით და სურვილი გამიჩნდა შემესწავლა. ვუყურებდი სხვადასხვა ვიდეოებს იუთუბზე, ინსტაგრამზე და ინტერნეტის საშუალებით ვისწავლე ძალიან მალე.

„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები

იმდენად მომწონდა ეს პროცესი, იმდენი სიმშვიდე და სიამოვნება ვიგრძენი ქარგვის დროს, რომ გადავწყვიტე   სხვადასხვა კომპოზიციები გადამეტანა და მომექარგა აქსესუარებზე. შემდეგ კი ერთ-ერთ ჯგუფში, რომელიც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული, გამოვაქვეყნე ჩემი ნამუშევრები. მსურდა გამეგო ხალხის აზრი, თუ როგორ შეაფასებდნენ თვითნასწავლი ხელოვანის ნამუშევრებს. მართლა არ მეგონა ასეთ დიდ მოწონებას თუ დაიმსახურებდა ჩემი ნამუშევრები. ძალიან თბილი და დადებითი კომენტარები მომდიოდა. პირად შეტყობინებებშიც ძალიან ბევრი მწერდა, თუ როგორ მოსწონდათ ნაქარგები და სურდათ ჩემი ნამუშევრების შეძენა.

„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები

ასეთმა დაინტერესებამ რა თქმა უნდა დიდი სტიმული და გამბედაობა მომცა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა გვერდი „დაქარგული“ და ყველას ჰქონოდა ჩემი ნამუშევრების ნახვის და შეძენის შესაძლებლობა. იდეამ ნამდვილად გაამართლა და შეკვეთებიც საკმაოდ ბევრი მაქვს. მეც ვცდილობ ჩემს მომხმარებლებს იმედები არ გავუცრუო და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზო.

ამასთან, ყოველთვის მსურდა ისეთ საქმეს შევჭიდებოდი, რომლითაც სულ ოდნავ მაინც მივიღებდი მონაწილეობას ქართული პროდუქტისა და კულტურის პოპულარიზებაში.

„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები

- რამდენად მოდური და მოთხოვნადია დღეს მოქარგული სამოსი და აქსესუარები?

- მოქარგული აქსესუარები და სამოსის დეტალები დღეს ძალიან მოდური და აქტუალურია. ქარგვამ და ხელნაკეთმა აქსესუარებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ჩვენს საზოგადოებაში. მიხარია, რომ ადამიანები აფასებენ ხელით შესრულებულ ნამუშევრებს. ხელით  ქარგვა დიდ დროს და შრომას მოითხოვს, ამიტომ შესაბამისი დაფასება სჭირდება.

„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები

- ქარგვის დროს, ფერებთან მიმართებაში თამამი ხართ?

- ფერები, კომპოზიცია,  ნამუშევრის სისუფთავე და ხარისხი არის ის, რაც უნდა შესთავაზო მომხმარებელს. ვცდილობ ჩემი ნამუშევრები მრავალფეროვანი, დახვეწილი და რაც მთავარია ხარისხიანი იყოს.  ერთმანეთს ვუხამებ ნაზ, სადა ფერებს, რადგან შეინარჩუნოს კომპოზიციამ ბუნებრივი სახე. რაც შეეხება  ძაფებს, ეს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი დეტალია ქარგვის დროს. აუცილებელია ძაფი იყოს ხარისხიანი,  რადგან გარეცხვის დროს არ დაკარგოს ფერი.  DMC-ეს ის ფირმაა, რომელი ძაფებითაც სრულდება ჩემს მიერ დაქარგული ნამუშევრები.

„დაქარგული“: ორსულობის დროს დაწყებული საქმე და ქარგვის სიყვარულით შთაგონებული აქსესუარები

- ორსულად ხართ. არ გიჭორთ ამ მდგომარეობაში მუშაობა?

- ამჟამად ვარ  რვა თვის ორსული. აქამდე საერთოდ არ მიჭირდა მუშაობა. ახალი წლის პერიოდში საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი მქონდა, ძალიან ბევრი შეკვეთა იყო და ღამის თენებაც კი მიწევდა. ძალიან სასიამოვნოა, როცა ყოველი შეტყობინება ბედნიერებით და მადლიერებით არის სავსე და ეს მაძლევს სტიმულს, ძალას, რომ ჩემი საქმე პირნათლად შევასრულო, ამ მდგომარეობაშიც კი. უკვე მომიწევს, რომ რაღაც პერიოდი შევწყვიტო შეკვეთების მიღება. ალბათ ერთი თვით  შევისვენებ  და შემდეგ ისევ დავბრუნდები ახალი იდეებით და სიახლეებით. მომავალში მინდა უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები შევთავაზო ჩემს მომხმარებლებს და ბევრ სიახლეს ვპირდები მათ.