საქართველოს მასშტაბით რესტორნები ფუნქციონირებას დახურულ სივრცეებშიც შეძლებენ

რესტორნები და კაფეები დახურულ სივრცეში აჭარაში 1 მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან იმუშავებენ.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში.

ხვალიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება

პრემიერის განმარტებით, რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას აჭარაში 1 მარტიდან განაახლებენ, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან (შაბათ-კვირის გარდა). ღარიბაშვილის თქმით, დახურულ სივრცეებში აუცილებელი იქნება დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ვადაზე ადრე დაიწყო. საქართველოში და, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები გაიხსნა. ისინი სტუმრებს 21:00 საათამდე მხოლოდ ღია სივრცეებში იღებენ.

საქართველოს მასშტაბით კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება.