შეცდომები, რომლებმაც დიდ აღმოჩენებს დაუდო სათავე: საინტერესო ამბები

შეუცდომელი არავინაა, შეცდომები ყველას მოსდის, ზოგჯერ ტრაგიკულიც კი. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კურიოზული შეცდომა სიკეთედ ქცეულა და დიდება და მსოფლიო აღიარება მოუტანია ადამიანისთვის.
Sputnik

ამის დასტურად თუნდაც ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია გამოდგება, რომელიც ინდოეთისკენ მიემგზავრებოდა, მაგრამ თავი ამერიკის კონტინენტზე ამოყო.

ამას გარდა არსებობს უნებლიე შეცდომებისა თუ შემთხვევითობების კასკადი, რომლებმაც არაერთ აღმოჩენას დაუდო სათავე.

კახელი თავადის სხარტი პასუხი იმპერატორს, სამყურა ბალახის ძალა და სხვა საინტერესო ფაქტები

***

დაახლოებით 1000 წლის წინ ჩინელმა სწავლულებმა, რომლებიც სიცოცხლის ელექსირს ეძებდნენ, კალიუმის გვარჯილა, გოგირდი და ხის ნახშირი შეურიეს ერთმანეთს, მიღებული მასა კი გადასადნობად ცეცხლზეც გაახურეს. გახურებამ დიდი აფეთქება გამოიწვია.

ასე სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს დენთი.

***

ცნობილმა შოტლანდიელმა ქიმიკოსმა პოლ მაკინტოშმა ხალათზე შემთხვევით გადაისხა კაუჩუკის ხსნარი. ცოტა ხნის შემდეგ მან შენიშნა, რომ ქსოვილის იმ ნაწილში, რომელსაც წებო მოხვდა, წყლის წვეთები ვერ აღწევდა.

ასე აღმოაჩინეს წყალგაუმტარი ქსოვილის შექმნის ხერხი. ხოლო პირველ წყალგაუმტარ ლაბადას ქიმიკოსის პატივსაცემად მაკინტოში ეწოდა.

***

1886 წელს ექიმმა-ფარმაცევტმა ჯონ პომბერტონმა მცენარე კოკას ფოთლების წვენისა და აფრიკული კაკლის ნაყოფისგან მატონიზირებელი მიქსიტურა დაამზადა, რომელიც მხოლოდ აფთიაქში იყიდებოდა.

გაიცანით საინტერესო ისტორიის სიტყვები: მცირე განმარტებითი ლექსიკონი

ერთ მშვენიერ დღეს კი გამყიდველს, რომლის მოვალეობაშიც მიქსტურის წყლით გაზავება შედიოდა, ონკანი აერია და ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად მიქსტურა გაზიანი წყლით გააზავა. ასე გაჩნდა „კოკა–კოლა“.

***

სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გალილეო გალილეი შეცდომით სხვა ლექციაზე შევიდა. ის მოსმენილით ისე დაინტერესდა, რომ მედიცინა მიატოვა და ასტრონომიის შესწავლას მიჰყო ხელი, რამაც შემდეგ დიდება და აღიარება მოუპოვა.

***

იოდის აღმოჩენა კატას უკავშირდება. 1811 წელს ფრანგი მეცნიერის ბერნარ კურტუას კატამ მის სამუშაო მაგიდაზე შემთხვევით წააქცია ორი კოლბა. დაღვრილი ხსნარების შერევის შედეგად წარმოიშვა ალი, რომელიც შემდეგ კრისტალებად გადაიქცა. ეს იყო იოდი, რომელმაც სახელი ბერძნული სიტყვა „იისფერისგან“ მიიღო.

***

იცოდეთ, რაზე ლაპარაკობთ: გაქართულებული პოლიტიკური ტერმინების მცირე ლექსიკონი

1941 წელს ინჟინერი ჯონ ჰოპსი სამხედრო საზღვაო ფლოტის დავალებით ჰიპოთერმიის სფეროში კვლევებს ატარებდა. მის წინაშე იდგა ამოცანა: დიდი ხნის განმავლობაში ყინვაში მყოფი ადამიანის რაც შეიძლება სწრაფად გათბობა. ამისთვის ჰოპსი მაღალსიხშირიან რადიოტალღებს იყენებდა და შემთხვევით აღმოაჩინა, რომ სიცივის გამო გაჩერებული გული ხელახლა იწყებდა ფეთქვას, თუ ელექტროიმპულსებს მიაწვდიდა.

ასე შეიქმნა კარდიოსტიმულატორი, ე.წ. ელექტროშოკი.

***

ანტიბიოტიკების აღმოჩენა ალექსანდრ ფლემინგის გულმავიწყობის შედეგია. 1928 წელს მეცნიერი სტაფილოკოკების შესახებ სტატიას ამზადებდა და მათი მრავალრიცხოვანი კოლონიების შესწავლით იყო დაკავებული. მეცნიერს ჩვევად ჰქონდა, არაფერი გადაეყარა და ამიტომ მის მაგიდაზე გროვად ეყარა ინსტრუმენტები და ჭუჭყიანი ლაბორატორიული ჭურჭელი.

ერთხელაც, როდესაც მაგიდაზე თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა, მეცნიერმა წესრიგის დამყარება გადაწყვიტა. ხელში ობით დაფარული კოლბა აიღო და შენიშნა, რომ ობის გარშემო ბაქტერიების კოლონიები გამქრალიყო. ეს ობი დამღუპველი აღმოჩნდა სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, დიფტერიის ჩხირებისა და ციმბირული წყლულის ბაცილებისთვის.

ასე შეიქმნა პენიცილინი, რის გამოც ალექსანდრ ფლემინგი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

ისტორიულ-გეოგრაფიული ტესტი ერუდიტებისთვის: ათი რთული კითხვა

 ***

ინგლისელი ფარმაკოლოგები სილდენაფილის ციტრატის კლინიკურ გამოკვლევას ატარებდნენ იმის დასადგენად, გამოდგებოდა თუ არა ეს პრეპარატი სტენოკარდიის სამკურნალოდ. მეცნიერებს სურდათ ეპოვათ წამალი, რომელიც გააძლიერებდა გულის კუნთისკენ სისხლის გადაქაჩვას.

მაგრამ პრეპარატი კორონალური სისხლის მიმოქცევაზე საერთოდ არ ახდენდა გავლენას. სამაგიეროდ მნიშვნელოვნად ზრდიდა სისხლის მიწოდებას მამაკაცის სასქესო ორგანოებისკენ.

მკვლევარები ყურადღებით მოეკიდნენ ამ აღმოჩენას, რის შედეგადაც მსოფლიომ ერექციის დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მძლავრი საშუალება — ვიაგრა მიიღო.

***

ჩარლზ გუდიარმა ცეცხლზე შემოდგა კაუჩუკისა და გოგირდის ნარევი და შემთხვევით მიიღო ისეთი ნივთიერება, რომელიც სიცხეში არ დნებოდა და სიცივეში არ ტყდებოდა. ეს გახლდათ რეზინი, რომლის მიღების პროცესს ვულკანიზაცია ეწოდა.

***

თურმე ასეც ხდება: მოულოდნელი ცხოვრებისეული ფაქტები

შენიშვნებისათვის განკუთვნილი წებოვანი ქაღალდი წებოს მდგრადობის გამოსაცდელი წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგად გაჩნდა.

კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელმა მიიღო ბლანტი სითხე, რომელსაც დასაწებებელი ზედაპირი არ იწოვდა და ამიტომ გამოუსადეგარი იყო. სამაგიეროდ სხვა ქაღალდი ისე ეწებებოდა, რომ მისი აძრობა ორივე ზედაპირის დაუზიანებლად იყო შესაძლებელი.

***

ამერიკელი ექიმი გვარად ადამსი სინთეზური კაუჩუკის მიღებას ცდილოდა. ერთხელაც მან ნედლეულად საპოდილიას ხის ფისი გამოიყენა, მაგრამ მისგან რეზინი ვერ მიიღო. ადამსმა ფისს შემთხვევით გაუსინჯა გემო და... ასე შეიქმნა საღეჭი რეზინი.