მიმოხილვა: რომელი ვაქცინით სჯობს აცრა, ანუ 5 მთავარი მითი ვაქცინაციის შესახებ

რომელი ვაქცინა უნდა აირჩიონ კორონავირუსზე ასაცრელად სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანება, რატომ შედგება ყველა კოვიდ–ვაქცინა ორი კომპონენტისგან და რამდენი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება  ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულები — ამ კითხვებზე პასუხები იხილეთ მიმოხილვაში
Sputnik

დიანა კურმანოვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი წლის წინ ცნო კორონავირუსის აფეთქება საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო ვითარებად — პანდემიად გამოაცხადა იგი და COVID-19–ის ვა ქცინების რეგისტრაციაზე საგანგებო რეჟიმში გასცა ნებართვა.

რუსულმა ვაქცინამ კორონავირუსის ბრიტანული შტამის მიმართ მაღალი ეფექტურობა გამოავლინა

შედეგად, 2021 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოში უკვე ორასზე მეტი კოვიდ–ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. ზოგი მათგანი კი სერიულ წარმოებაშია ჩაშვებული — მაგალითად, ამერიკული Moderna და რუსული „სპუტნიკ V“. მანამდე მასობრივი წარმოებისთვის სამზადისის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა  ჩინურმა SinoPharm–მაც.

რომელი ვაქცინით სჯობს აიცრნენ ასაკოვანი ადამიანები და რომლით — ალერგიისადმი მიდრეკილები? მართალია, რომ ნებისმიერი ვაქცინა შეილძლება იყოს სახიფათო? ეს შეკითხვები Sputnik–მა საერშაშორისო მეცნიერ-ვირუსოლოგებს დაუსვა.

მითი 1: ანტისხეულები მხოლოდ 3–4 თვე ნარჩუნდება

რა საჭიროა აცრა, თუ ვაქცინა მაინც არ მოქმედებს დიდხანს? — ასე ხსნიან უარს ვაქცინაციაზე COVID-დისიდენტები და არგუმენტად ეს „3–4 თვე“ მოჰყავთ. თითქოს სწორედ ამდენი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება ადამიანის ორგანიზმში ის ანტისხეულები, რომლებიც ვაქცინაციის შედეგად წარმოიქმნება. მაგრამ ამ ციფრებს არაფერი არ ამტკიცებს, გარდა სოციალურ ქსელებში ანონიმური კომენტარებისა.

„ჩვენ შეცდომა დავუშვით“: ვაქცინის დეფიციტმა ევროკავშირი „სპუტნიკ V-ზე“ დააფიქრა

„საიდან გაჩნდა ეს ციფრი ინტერნეტში? ეტყობა ინტერნეტმა ეტყობა უკეთ იცის, ვიდრე ჩვენ, ვურუსოლოგებმა  ვიცით, — განუცხადა Sputnik–ს გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო ცენტრის პროფესორმა ანატოლი ალტშტეინმა. — სინამდვილეში კორონავირუსის ნებისმიერი ვაქცინა ახალია და მოქმედების ზუსტ ვადას ვერავინ დაგისახელებთ, თუმცა ეს 3–4 თვე ნამდვილად არ არის. პროგნოზირებადი იმუნიტეტი ვაქცინის შემდეგ — ეს ერთი წელია. შესაძლოა მეტი ხნის განმავლობაშიც შენარჩუნდეს, რასაც დრო გვაჩვენებს“.

ამის პარალელურად კი ცნობილი გახდა, რომ გამალეის ცენტრში შექმნილი ვაქცინა „სპუტნიკ V“, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადეს მისმა თანამშრომლებმა, უკვე 9 თვეა, ნარჩუნდება.

მითი 2: ვაქცინაცია საშიშია

აცრა ყველასთვის არ შეიძლება — მაგალითად, ორსული ქალებისთვის, მეძუძური დედებისთვის, მძიმე ალერგიული რეაქციების მქონეებისა და ასევე მათთვის, ვისაც ბოლო წლის განმავლობაში სხივური თერაპია აქვს ჩატარებული.

თუმცა ეს შეზღუდვები არ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინები ცოტა ხნის წინაა შემქნილი. აბსოლუტურად ყველა არსებულ ვაქცინას აქვს ინსტრუქცია, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს მოიცავს.

Bloomberg-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას სამეცნიერო გარღვევა უწოდა

მაგალითად, ონკო–დაავადებულებს ხშირ შემთხვევაში დაქვეითებული აქვთ იმუნუტი ფუნქცია, ამიტომ ვაქცინა მათთვის ნაკლებად ეფექტური იქნება. ამასთან ონკო–პაციენტებს არ ეკრძალებათ ვაქცინაცია, თუმცა, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია.

ანატოლი ალტშტეინის თქმით, სანამ მასობრივ მიმოქცევაში შევა, ვაქცინა უამრავ გამოცდას გადის, ამიტომ ის ვერ იქნება სახიფათო.

„როგორც კორონავირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკა აჩვენებს, ზოგი ადამიასთვის დაავადება განსაკუთრებით საშიშია. როდესაც „სპუტნიკ V–ს“ შუალედური გამოცდები მიმდინარეობდა, ისმოდა კრიტიკა, რომ კვლევა 20 ათას კაცზე ტარდებოდა, სხვა კომპანიები კი 40 ათას ადამიანზე ცდიდნენ ვაქცინებს. მაგრამ ოცი ათასიც საკმაოდ დიდი ციფრია და ყველა მათგანი ცოცხალია და ჯანმრთელი. როდესაც ასეთ რაოდენობაზეა საუბარი, რაიმე უარყოფითი მოვლენის დამალვა შეუძლებელია“, — განმარტა ალტშტეინმა.

ავტორიტეტულმა სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet–მა  (გამოიცემა დიდ ბრიტანეთში 1823 წლიდან), საერთაშორისო საექსპერტო შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „სპუტნიკ V–ს“ კლინიკური გამოცდების მესამე ფაზამ ვაქცინის 91,6%-იანი ეფექტურობა გამოვლინა.

Die Welt: ვაქცინა „სპუტნიკ V“-მ დასავლეთი გააკვირვა

მითი 3: რახან ვაქცინა ორკომპონენტიანია, ესე იგი, მძიმეა

ანატოლი ალტშტეინის თქმით, კორონავირუსის ვაქცინას ხშირად ადარებენ გრიპის ვაქცინას, მაგრამ ეს სწორი არ არის.

„ადამიანებს უკვე დიდი ხანია ჩამოუყალიბდათ გარკვეული იმუნიტეტი გრიპის მიმართ და როგორც წესი, ყოველწლიურად იცრებიან“, — ამბობს ის.

ახალი ტიპის კორონავირუსი კი ადამიანი ორგანიზმისთვის ახალი მოვლენაა, მის მიმართ იმუნიტეტი ჯერ კიდევ არ წარმოქმნილა, და მის წინააღმდეგ მანამდე აცრები არ კეთდებოდა. ამიტომ ყველა არსებული ვაქცინა ორ ეტაპად კეთდება, რათა მდგრადი იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

სწორედ ორი კომპონენტი უზრუნველყოფს ვაქცინის მოქმედების მაღალ დონეს. ასე მაგალითად, რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონას“ კლინიკური გამოცდა მის ასპროცენტიან ეფექტურობას ადასტურებს, ხოლო ჩინური SinoPharm–ისა — 80%-ს აღწევს. შედარებისთვის: გრიპის ვაქცინა ერთი კომპონენტისგან შედგება და ორგანიზმსაც საშუალოდ 60%-ით იცავს.

უფრო მეტიც, ვაქცინის კომპონენტების რაოდენობა — ეს უბრალოდ ალგორითმია. მაგალითად, ჰეპატიტ В–ს ვაქცინა სამი ფაზისგან შედგება.

Lancet-მა „სპუტნიკ V-ს“ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნა

ბევრია დამოკიდებული ვაქცინის შემადგენლობაზეც: „სპუტნიკ V“ ბევრად უნივერსალურად მიიჩნევა, ვინაიდან დამზადებულია ვირუსის გამოყენებით, რომელსაც გამრავლების გენი ამოღებული აქვს. ამის წყალობითაა, რომ კორონავირუსის მუტანტ შტამებთან ბრძოლაც შეუძლია.

„ეპივაკკორონა “ კი ვირუსის ხელოვნურად სინთეზირებული ცილებისგან შედგება და ამიტომაცაა ყველაზე ნაკლებად ალერგიული.

მითი 4: ასაკოვანი ადამიანების აცრა არ შეიძლება

გასული წლის დეკემბრის ბოლომდე ასკოვანი ადამიანებს კორონავირუსზე აცრის რეკომენდაციას არ აძლევდნენ, თუმცა შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა. და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, განუცხადა Sputnik–ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ვირუსოლოგმა ვიქტორ ზუევმა.

„მე თავად ვარ 90+ ადამიანების ჯგუფში — 1929 წელს დავიბადე. ჩემი მეუღლეც ასეთივე ასაკისაა. ჩვენ უკვე ავიცერით და ვერაფერიც ვერ ვიგრძენით“, — თქვა მან.

ხანდაზმულებისთვის ვაქცინის რისკების არარსებობაზე მანამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის გენური თერაპიის პროფესორმა ლენ სეიმურმაც ილაპარაკა, რომელმაც „სპუტნიკ V–ს“ ეფექტურობა შეაფასა.

„კოვივაკი“ - მესამე რუსული კოვიდ-ვაქცინა თებერვალში დარეგისტრირდება

„მონაცემები წარმოაჩენს, რომ ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ კარგი მოქმედება აქვს, მათ შორის, 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანების შემთხვევაშიც. ეს შთამბეჭდავი პროგრესი და მნიშვნელოვანი წვლილია მსოფლიოს ბრძოლაში COVID-19–ის წინააღმდეგ“, — განაცხადა მან.

სეიმურის შეფასება ციფრებს ეყრდნობა: 60 წელს გადაცილებულ 2144 მოხალისეს შორის კვლევების მომენტში ყველაზე უფროსის ასაკი 87 წელი იყო. კვლევებისას არ გამოვლენილა არცერთი სერიოზული გვერდითი ეფექტი. ყველა მონაწილეს უჯრედული იმუნურუ პასუხი ჩამოუყალიბდა, რომელიც მათ კორონავირუსის მძიმე ფორმისგან დაიცავს.

მითი 5: რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა ვაქცინა და ესე იგი, ის დახვეწილი არ არის

ვიქტორ ზუევის თქმით, ბევრს ჰგონია — და ეს შეცდომაა— რომ რახან პანდემია ახალია, ესე იგი ვაქცინა ნაუცბათევად შეიქმნა. ვირუსოლოგია, როგორც მეცნიერება, ცდილობს, დასწრებაზე იმუშავოს. ანუ, დაავადება შეიძლება ახალი იყოს, მაგრამ ანტოდოტის შექმნის პროცესში მეცნიერები ყოველთვის იყენებენ მრავალი წლის განმავლობაში გამოცდილ ტექნოლოგიებს.

რას უნდა ველოდოთ „ეპივაკკორონისგან“: ყველაფერი COVID-19-ის პეპტიდური ვაქცინის შესახებ

„სპუტნიკ V–მდე“ ფაქტობრივად 25 წლის განმავლობაში მივდიოდით. თავდაპირველად ის ტექნოლოგია, რომელიც ამ ვაქცინის დასამზადებლად გამოიყენება, ბავშვთა გენეტიკური დაავადებების საწინააღმდეგო წამლის შექმნისთვის შემუშავდა. მაგრამ პროცესში ნათელი გახდა, რომ ტექნოლოგია ებოლას ვაქცინისთვისაც გამოდგებოდა, მისგან სიკვდილიანობა კი ბევრად მაღალია, ვიდრე კორონავირუსისგან“, — განმარტა ზუევმა.

ოფიციალური მონაცემებით, ებოლას ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაზე პატენტი გამალეის ცენტრს 2017 წელს მისცეს. კორონავირუსის ვაქცინის შექმნისას მეცნიერებმა იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს. როგორც ცენტრის დირექტორი ალექსანდრ გინცბურგი მანამდე აღნიშნავდა, არანაირი გამალებული სავაქცინო რბოლა არ მომხდარა — უბრალოდ, წინა გამოცდილებამ „შესაძელებელი გახადა, იმოკლეს დროში გამეორებულიყო ის, რაც უკვე არსებობდა“.