რამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე პანდემიის დროს - ექსპერტების თვალსაზრისი

რატომ არის ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსში და რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აქცენტის გაკეთება ბუნებრივ რესურსებზე, ამის შესახებ ეკონომიკის წამყვანმა ექსპერტებმა ისაუბრეს
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. პანდემიის დროს ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ჩავარდნა მოხდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ფსონს ტურიზმზე დებდნენ. ასეთი დასკვნა გამოიტანეს ექსპერტებმა პრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში“, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს–აკადემიის წევრი რომან რურუა და პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი პაატა გიორგაძე.

რამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე პანდემიის დროს - ექსპერტების თვალსაზრისი

„პანდემიის გამო საფინანსო ინსტიტუტებმა მთლიანად შეწყვიტეს საქმიანობა, მსოფლიო ეკონომიკა თავდაყირა დადგა. ძირითადად, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ტურიზმზე იყვნენ ორიენტირებული. საქართველო ამ დროისათვის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსს განიცდის“, - განაცხადა გიორგაძემ.

„კომენდანტის საათის“ გაუქმება ჯერ არ ღირს – ნათია თურნავა >>

ექსპერტების თქმით, საქართველომ შექმნილი სიტუაციიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს და ქვეყანაში საქმიანობის სხვა სახეობები განავითაროს. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია გაკეთდეს აქცენტი ბუნებრივ რესურსებზე, რომლებიც დიდი შესაძლებლობების მატარებელია.

რამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე პანდემიის დროს - ექსპერტების თვალსაზრისი

რომან რურუამ პანდემიას საკრალური მნიშვნელობა მიანიჭა და განაცხადა, რომ ბუნება ადამიანს სამაგიეროს უხდის მთელი იმ ვანდალიზმისათვის, რომლითაც ის მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ეპყრობოდა.

„გავიგუდეთ“: რუსთავში გარემოსდაცვითი კანონის უსწრაფეს ამოქმედებას მოითხოვენ >>

„პანდემია - ეს არის ბუნების კანონზომიერება, რადგან ბუნება - ეს არის თავდაცვის სამინისტრო. ბუნება არის ღმერთი, ჩვენ კი ამ ღმერთს ვუპირისპირდებით. ბოლოსდაბოლოს, ის ვერ გაუძლებს და გაგვანადგურებს“, - განაცხადა მან.

რამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე პანდემიის დროს - ექსპერტების თვალსაზრისი

რურუას თქმით, კაცობრიობამ დედამიწაზე ცოცხალი ბუნების 77% გაანადგურა და ახლა ბუნება დარჩენილ 23%-ს იცავს.

სუბსიდიის გარეშე პურის ფასი ვერ შენარჩუნდება: პურის მცხობელთა ასოციაცია >>

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს დიდი დარტყმა მიაყენა. მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის და თვითგადარჩენის გზებს ეძებს. პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად 2020 წლის აპრილში მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარების აღმოსაჩენად ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც დღემდე და რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.