თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისში ათასობით აბონენტს 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეუწყდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power-ის (GWP) განცხადებაში.
წყალმომარაგებაში შეფერხება გამოწვეულია სამუშაოებით, რომლებსაც თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
ხვალ, 15 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 16 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონის ქუჩების ნაწილს, სოფელ დიღომს, დიღმის მასივის 1 კვარტალს, გლდანის რაიონში ზაჰესის და ავჭალის დასახლებებში.
ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
როგორც GWP-ს განცხადებაშია ნათქვამი, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი” ახორციელებს.