საქართველოში პენსიებისა და სოციალური შეღავათების მიმღებთა რიცხვი მილიონს უახლოვდება

საქართველოში 2020 წლის ბოლოსთვის რეგისტრირებულია 783 700 პენსიონერი, რომელთაგან 71% ქალია, 29% მამაკაცი.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მონაცემების თანახმად, 2020 წლის ბოლოს პენსიებისა და სოციალური პაკეტების მიმღებთა რაოდენობამ 958,3 ათასი ადამიანი შეადგინა.

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება

საქართველოში 2020 წლის ბოლოსთვის რეგისტრირებულია 783 700 ასაკოვანი პენსიონერი, რომელთაგან 71% ქალია, 29% მამაკაცი.

რეგიონების მიხედვით პენსიის მიმღებთა 29.2 % თბილისში, 16.4% - იმერეთში, 10.8% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.7% - ქვემო ქართლში, 9.0 % - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.9% ცხოვრობს.

რაც შეეხება სოციალური შეღავათების მიმღებებს, მათმა რაოდენობამ 2020 წელს 174,6 ათასი ადამიანი შეადგინა — აქედან  35% ქალი და 65% მამაკაცი.

სოციალური პაკეტის მიმღებთა შორის 72.5% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, 12,6% — მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 8,9% — ომის ვეტერანი, 5,7% — პირები, რომლებიც სახელმწიფოსგან კომპენსაციას იღებენ, 0,3% — სხვა ტიპის სოცპაკეტების მიმღებები.

ამასთან 2020 წელს სოციალური მიზნობრივი პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 330,9 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 146,6 ათასია.

2021 წელს ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებზე 5 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება

საქართველოში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან პენსიები გაიზარდა ასაკოვანი პენსიონერებისათვის.  70 წლამდე ასაკის პირებისთვის პენსია გაიზარდა 20 ლარით და 240 ლარი გახდა, 70 და მეტი წლის ასაკის პირებისთვის — 25 ლარით და  275 ლარს მიაღწია. საქართველოს ბიუჯეტმა პენსიებისთვის 2.6 მილიარდი ლარი გამოყო.

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%). შესაბამისად პენსია მთაში 2021 წლიდან გახდა 288 ლარი, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი — 330 ლარი.

2020 წელს პენსია 220 ლარი იყო, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის — 250 ლარი.

პენსიების ინდექსირების ახალი წესების თანახმად, გადასახადების ზომა ყოველწლიურად გაიზრდება. კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის — ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით: ბოლო ცნობები>>

დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიჭებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებსა და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს.