ომანში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში მალე დაბრუნდებიან

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად დიდი სამუშაო გასწია, რომ ქართველი მეზღვაურების დაბრუნების ნებართვა მიეღო
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ომანთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების შესახებ, იუწყება პირველი არხი უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ომანში ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ>>

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა მეზღვაურებმა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დახმარებისთვის 19 იანვარს მიმართეს. პრობლემა ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი ხასიათის დავის გამო შეიქმნა. ამის გამო გემი ომანში ჩარჩა.

ქართველი მეზღვაურები ესტონურ გემებზე მუშაობას შეძლებენ

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ომანში ქართველ მეზღვაურებთან და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სხვა საჯარო უწყებებთან ერთად, რათა ისინი უახლოეს მომავალში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, აცხადებენ სააგენტოში.

ასევე აღნიშნავენ, რომ მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნების პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს საელჩო საუდის არაბეთში, რომელიც ომანსაც ფარავს.

„მსგავსი საქმეები საჭიროებს დელიკატურ მართვას და გარკვეულ პერიოდს საბოლოო გადაწყვეტამდე“, – აცხადებენ სააგენტოში.

ამ დროის განმავლობაში მოხერხდა და დადგინდა, რომ ეროვნებით ბერძენმა გემის კაპიტანმა ქართველ მეზღავრუებს თვითნებურად ჩამოართვა პასპორტები და გადასცა გემის მფლობელს, რომელიც თავის მხრივ უარს აცხადებს დოკუმენტების დაბრუნებაზე.

გახარია: საქართველოს მომავალი შავი ზღვა და მეზღვაურები არიან

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩარევისა და მეზღვაურებისთვის  იურიდიული კონსულტაციის გაწევის შემდეგ გაჩნდა ,ათი არასასურველი პროცესებისგან დაცვის შესაძლებლობა, რაც შესაძლო იურიდიულ პასუხისმგებლობას უკავშირდება.

ქართველი მეზღვაურებისთვის უკვე გაიცა ვიზები, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის. ამ დროისთვის ომანის სახელმწიფომ გასცა ეკიპაჟის ცვლილების ნებართვა, ხოლოსახელმწიფომ, რომლის დროშითაც ცურავდა გემი –ჩამოწერის დოკუმენტი გემზე მათი შემცვლელების ასვლის გარეშე, რაც საკმაოდ რთული კონსულტაციების შედეგია.

მეზღვაურების ნაწილი განთავსებულია სასტუმროში, ნაწილმა საკუთარი სურვილით გემზე დარჩენა მოისურვა. ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით და ყველანაირი, მათ შორის კვალიფიციური სამედიცინო დახმარებით.

სახელმწიფოს დახმარებით: ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ>>

ომანში ჩარჩენილ მეზღვაურთა შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც ამ დღეებში კონტრაქტის ვადა ეწურებათ. ისინი შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ქართველი მეზღვაურები სამშობლოში მალე დაბრუნდებიან.