ისტორიული შენობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, მდებარეობს მისამართზე წერეთლის გამზირი #56, „ელიავას“ ბაზრობის მახლობლად.
აალება შენობის უკანა ნაწილში, საწყობებში მოხდა. თვითმხილველების თქმით, საწყობებს ადრე ახლოს მდებარე ბაზრობაზე მოვაჭრეები საკუთარი საქონლის შესანახად ქირაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, ხანძრის ჩაქრობაში შვიდი ეკიპაჟი მონაწილეობდა. მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ და ხანძარ მალე ჩააქრეს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით პოპულარული არქიტექტურული სტილია იმდროინდელი „მოდერნი“ ანუ „არტ-ნუვო“, სწორედ ის სტილი, რომლითაც 1909 წლის დაპროექტებით აშენდა „თავლა“. პროექტი არქიტექტორმა ნ.ობოლონსკიმ, ლეონ მანთაშევის დაკვეთით შეიმუშავა „სარბენი წრისათვის“.