ახალგაზრდებმა თბილისში კომენდანტის საათის დროს დაუმორჩილებლობის მარში მოაწყვეს

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ კომენდანტის საათის დროს თბილისის ქუჩებში დრამების თანხლებით და საჰაერო ბუშტებით ხელში მსვლელობა მოაწყო.

„ჯერ ვერ ვიტყვით, კონკრეტულად საით წავალთ, რადგან ყველა ადგილი, რომელიც ჩვენ დავასახელეთ, პოლიციამ გადაკეტა. ამიტომ, სად წავალთ - საიდუმლოა“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.

თბილისში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

ახალგაზრდების მსვლელობა ძალიან ფერადია, მარშის მონაწილეთა ნაწილს ფერადი ნიღბები უკეთია, სხვებს ფერადი საჰაერო ბუშტები უკავიათ.

მათი მთავარი მოთხოვნაა შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის.

ახალგაზრდებმა თბილისში კომენდანტის საათის დროს დაუმორჩილებლობის მარში მოაწყვეს

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც შეეცადა არ გაეტარებინა მარშის მონაწილეები სავალ ნაწილზე, მაგრამ მათ გაარღვიეს კორდონი და რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გავიდნენ. პოლიცია აქციის მონაწილეებს უკან მიყვება.

ახალგაზრდული ორგანიზაციების გარდა, მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ჯერ თბილისის ქუჩებს შემოივლიან, შემდეგ კი ღამეს ქუჩაში გაატარებენ.