რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 8 თებერვლიდან: დეტალური ინფორმაცია

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების გაუქმება შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზკვების ობიექტებს, სკოლებს, ხოლო „კომენდანტის საათი" კვლავ ძალაში რჩება.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, შესაბამისად, მთავრობამ დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილზე ადრე მიიღო. 

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, შეზღუდვები ორ ნაწილად შემსუბუქდება – 8 და 15 თებერვლიდან.

„Sputnik–საქართველო“ წარმოგიდგენთ იმ სიახლეების ჩამონათვალს, რომლებიც ეტაპობრივად ამოქმედდება.

ტრანსპორტი

8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში განაახლებს მუშაობას.

აღსანიშნვია, რომ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ფოთში 1 თებერვლიდან განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

ღია და დახურული ბაზრობები

8 თებერვლიდან საქართველოში ღია და დახურული ბაზრობები მუშაობას განაახლებენ.

სკოლები

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. 

საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, თელავსა და ფოთში სკოლებმა 1 თებერვლიდან განაახლეს მუშაობა.

რესტორნები

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. 1 თებერვლიდან ღია რესტორნები და კაფეები მხოლოდ აჭარის რეგიონში მუშაობდა.

შეზღუდვები უქმე დღეებში

ყველა შეზღუდვა უქმე დღეებში კვლავ იმოქმედებს.

კერძოდ, შაბათ–კვირას საქართველოს დიდ ქალაქებში არ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ იმუშავებენ კაფეები და რესტორნები, ასევე ღია და დახურული ბაზრობები, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.

შეზღუდვები დარჩება

საქართველოში კვლავ დარჩება პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი როგორც დახურულ სივრცეში, ისე ქუჩაში. ამასთან, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება. 

8 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობები იხსნება

კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სპორტდარბაზების, აუზების, გასართობი ცენტრების, კინოთეატრების, თეატრების მუშაობა. ძალაში რჩება შეზღუდვა სათხილამურო კურორტებზეც.

ქვეყანაში კვლავ აკრძალულია ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების გამართვა.

საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1 მარტიდან.

ორგანიზაციები, ბიზნეს-სუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით.

1 მარტამდე მუშაობას არ განაახლებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.