ვახტანგ მახარობლიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს დიპლომატებმა

საქართველოში იაპონური კაპიტალის მონაწილეობით 26 კომპანია ფუნქციონირებს. 2020 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, იაპონიიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციამ 15.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილი  საქართველოში იაპონიის ელჩს აკირა იმამურას შეხვდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრის პირველმა მოადგილემ იაპონიის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა დიპლომატიურ საქმიანობაში.

შეხვედრაზე დიპლომატებმა  გლობალური პანდემიის გამოწვევებსა და მასთან გამკლავების პროცესში თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

საქართველომ იაპონიასთან საინვესტიციო შეთანხმებას მოაწერა ხელი

ასევე, მხარეებმა განიხილეს საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები. თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ენერგო-ეფექტურობას და სხვა.

„აღინიშნა ახლახან გაფორმებული მთავრობათაშორისი ორი ხელშეკრულება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარებას. ქართულმა მხარემ გამოხატა ინტერესი იაპონური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო უსაფრთხოების პრობლემატიკასაც. იაპონიის ელჩმა გამოხატა მისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი. შეხვედრაზე.

ხაზი გაესვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ საქმიანობას.

საუბარი ასევე შეეხო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ისა და იაპონიის თანამშრომლობას, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ფორმატია. გამოითქვა მზაობა, მიმდინარე წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

საქართველოში იაპონიის საელჩომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ოთხი რეანიმობილი გადასცა

საქართველომ და იაპონიამ რამდენიმე დღის წინ ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ორივე ქვეყანაში უნდა ამოქმედდეს ინვესტიციების სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, რამაც უნდა გაამარტივოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობა, სტიმული მისცეს სამეწარმეო ინიციატივას და დაეხმაროს ეკონომიკური რესურსების ეფექტურ განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. იაპონია საქართველოს ეხმარება ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროების განვითარებაში, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ 2020 წელს 172.3 მლნ დოლარი შეადგინა.