თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს უმდიდრესი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი 5,67 მილიარდ დოლარად არის შეფასებულია. ასეთია Bloomberg Billionaires Index-ის (BBI) რეიტინგის მონაცემები.
ივანიშვილს რეიტინგში 458-ე ადგილი უკავია. BBI-ს ინფორმაციით, ივანიშვილის ქონება გასულ წელს არ შეცვლილა, მიმდინარე წლის იანვარში კი მისი კაპიტალი 25 მლნ დოლარით შემცირდა.
BBI-ში აღნიშნულია, რომ ბიზნესმენის სახსრები ჩადებულია სხვადასხვა დარგში მომუშავე კომპანიებში.
თავად ქართველმა მილიარდერმა გამოცემა Entrepreneur Sakartvelo-სთან ინტერვიუში უარი განაცხადა ამჟამინდელი ქონების ოდენობის დასახელებისგან და აღნიშნა, რომ უკვე მრავალი წელია არ თანამშრომლობს გამოცემებთან Forbs და Bloomberg. შესაბამისად, მან არ იცის, რა კრიტერიუმებით საზღვრავენ ისინი მის მდგომარეობას.
პოლიტიკიდან წასვლამდე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების დიდი ნაწილი თავისივე საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ანგარიშზე გადაიტანა.