შემოსავლების სამსახური: საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ შეუფერხებლად მუშაობს

გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო 29 იანვარს აიკრძალა.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საბაჟო–გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24–საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში ათასზე მეტ სატვირთო ავტომობილს ატარებს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ვითარება საქართველოს გზებზე: სად მოქმედებს შეზღუდვები?

ამ დროისთვის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობი-ლარსის მონაკვეთზე  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ, მგზავრებისა და საერთაშორისო  განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების გატარება ქართული მხარის მიერ შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.