პრეზერვატივებთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება: საქმეს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ინდმეწარმემ, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის რეკლამის აკრძალვა ზღუდავს მისი გამოხატვისა და ასევე შემოქმედების თავისუფლებას.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძის საჩივრის განხილვას შეუდგა, იუწყება პირველი არხი.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის გამოსახულების ეთიკურობის საკითხს, ასევე, არღვევს თუ არა ეს მორალურ ნორმებს.

იპოვეთ განსხვავება „აიისას" პრეზერვატივებსა და სამ თითს შორის

გაჩეჩილაძე კომპანია „აიისას" მფლობელია, რომელიც 2017 წელს კრეატიულ პრეზერვატივებს აწარმოებდა სხვადასხვა წარწერითა და გამოსახულებით. 2018 წელს რეკლამა საქონელზე სასამართლომ არაეთიკურად მიიჩნია და ინდმეწარმეს საქონლის გაყიდვიდან ამოღება დაევალა, ასევე 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

რეკლამის შეკვეთის, წარმოებისა და გავრცელების წესების დარღვევა, ასევე საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა – ეს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლებია, რომლითაც სასამართლოები ინდმეწარმის მიმართ გადაწყვეტილების მიღების დროს ხელმძღვანელობდნენ. სწორედ ისინი გაასაჩივრა გაჩეჩილაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რეკლამის განთავსების აკრძალვა რელიგიური გრძნობების ან მორალური ნორმების დაცვის მიზნით ზღუდავს მისი გამოხატვისა და ასევე შემოქმედების თავისუფლებას. გაჩეჩილაძის აზრით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფო სიმბოლოების შებთალვისთვის ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რადგანაც არღვევს თავისუფლებისა და შემოქმედების უფლებას.

საქართველოს საპატრიარქომ კომპანია „აიისა" და ტელეარხი „რუსთავი 2" გააკრიტიკა>>

პროდუქციის შეფუთვაზე, რომელსაც გაჩეჩილაძის კომპანია უშვებდა, გამოსახული იყვნენ, მაგალითად, თამარ მეფე, ქართვლის დედა, პოლიტიკოსები, აფორიზმები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“, ამონარიდები უცენზურო ქართული გამონათქვამებიდან, ასევე დამცინავად იყო წარმოდგენილი რელიგიური გამონათქვამები.

აქცია ლოზუნგით „თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს"

კომპანია 2018 წელს რამდენჯერმა აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში. ასეთი პრეზერვატივების გამოშვების აკრძალვის მოთხოვნით ოპოზიტიური პარტია „საქართველო“ გამოვიდა და მიუთითა, რომ გამოსახულებები შეფუთვაზე ადამიანების რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებს შეურაცხყოფდა. მოგვიანებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა წარმოებული პროდუქციის განადგურება და კომპანიის წარმომადგენელთა დასჯა მოითხოვეს.

იმავე წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ინდმეწარმე ანი გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა „აიისას“ მარკის პრეზერვატივების რეკლამის შეკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისთვის.

ამგვარად, სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სარჩელი, რომლის პრეტენზიები პრეზერვატივების შეფუთვაზე წმინდა თამარ მეფის გამოსახულების განთავსებას შეეხებოდა. სასამართლომ ასევე, ეთიკური თვალსაზრისით, შემდგომში პრეზერვატივების შეფუთვაზე მსგავსი გამოსახულებების დატანება აკრძალა.