თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სამეცნიერო ჟურნალმა Lancet–მა რუსული კოვიდ–ვაქცინა „სპუტნიკ V–ს“ კლინიკური გამოცდების მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნა, იუწყება РИА Новости რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდზ დაყრდნობით.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრში შეიქმნა პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დახმარებით. პრეპარატი ადამიანის ადენოვირუსების კარგად შესწავლილ პლატფორმაზეა შექმნილი და ის მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინაა COVID-19–ის წინააღმდეგ.
„გამალეის ცენტრი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი მსოფლიოს ერთ–ერთ უძველეს და პატივსაცემ სამედიცინო ჟურნალ The Lancet–ში „სპუტნიკ V–ს“ კლინიკური გამოცდების მესამე ფაზის შედეგების გამოქვეყნების თაობაზე გაცნობებთ, რომლებიც მის მაღალეფექტურობასა და უსაფრთხოებას ადასტურებს“, — აცხადებენ ფონდში.
ფონდის დირექტორმა კირილ დმიტრიევმა პუბლიკაციას დიდი მოვლენა უწოდა პანდემიასთან ბრძოლაში.
„The Lancet–ში გამოქვეყნებული პუბლიკაცია ადასტურებს, რომ „სპუტნიკ V“ არის არა მარტო მსოფლიოში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინა, არამედ ერთ–ერთი საუკეთესოც. დამოუკიდებებლი ექსპეტების მიერ შეკრებილი მონაცემებისა და სეფასებების თანახმად, ის სრულად იცავს ადამიანს კორონავირუსის მძიმე შემთხვევებისგან “, აღნიშნა მან.
ვაქცინა კაცობრიობისათვის
გამალეის ცენტრის დირექტორ ალექსანდრ გინცბურგის თქმით, „სპუტნიკ V–ს“ საერთაშორისო საექსპერტო შეფასების გამოქვეყნება დიდი წარმატებაა პანდემიასთან გლობალურ ბრძოლაში.
„რუსული ვაქცინის უსაფრთხოება და მაღალი ეფექტურობა საიმედო სამეცნიერო მონაცემებით დასტურდება და მე მოხარული ვარ, მივულოცო გამალეის ცენტრის ყველა თანამშრომელს ეს თვალსაჩინო წარმატება. ადამიანის ადენოვირუსების საფუძველზე უკვე რამდენიმე ვაქცინა შექმნილი და ეს ინსტრუმენტი ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიულია ახალი პრეპარატების შესაქმენლად მომავალში“, — დარწმუნებულია გინცბურგი.
„მსოფლიოში სულ სამ ვაქცინას, „სპუტნიკ V–ს“ ჩათვლით, აქვს 90%-ზე მაღალი ეფექტურობა. ამასთან „სპუტნიკ V“ ამ კატეგორიაში სხვა ვაქცინებს უსაფრთხოებითა და პლატფორმის შემოწმებით, ტრანსპორტირების სიმარტივისა და ხელმისაწვდომი ფასით სჯობნის. „სპუტნიკ V“ — ეს არის ვაქცინა კაცობრიობისათვის“, — დაამატა დმიტრიევმა.
„სპუტნიკ V“ უკვე მსოფლიოს 16 ქვეყანაშია დარეგისტრირებული: რუსეთში, ბელარუსში, სერბეთში, ალჟირში, არგენტინაში, ბოლიიაში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, ირანში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, გვინეის რესპუბლიკაში, ტუნისსა და სომხეთში. ვაქცინის რეგისტრაციის პროცესი ინიცირებულია ევროპის წამლების სააგენტოსა (ЕМА) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
მესამე ფაზის შედეგები
„სპუტნიკ V–ს“ კლინიკური გამოცდების მესამე ფაზის დროს პრეპარატმა ეფექტურობის, იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალი დონე გამოავლინა.
ვაქცინის ეფექტურობამ 91,6% შეადგინა 19866 მოხალისის მონაცემთა ანალიზის ბაზაზე. მათ ნაწილს ვაქცინის ორივე დოზა გაუკეთდა, ნაწილს კი პლაცებო მისცეს. ფინალურ საკონტროლო წერტილზე კორონავირუსით დაავადების 78 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამავდროულად AstraZeneca–ს ვაქცინის ეფექტურობა 62,1%-ია, Sinovac–ის — 50,4%, Sinopharm–ის — 79,3%. ახლა „სპუტნიკ V–ს ერთ–ერთი კომპონენტის კომბინა ცია კომპანია AstraZeneca–ს მისი ვაქცინის ეფექტურობის 62,1% და მეტ დონემდე გაზრდაში ეხმარება.
კვლევის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა 60 წელზე უფროსი ასაკის მოხალისეების მონაწილეობა (ვაქცინების ჯგუფში ყველაზე ხნიერი მონაწილის ასაკი 87 წელის იყო, ხოლო პლაცებოს ჯგუფში — 84 წელი). ასაკოვან ადამიანებში ვაქცინის უსაფრთხოების მაჩვენებელი მაღალი აღმოჩნდა. 60 წელზე უფროსი ასაკის 2144 მოხალისის შემთხვევაში ვაქცინის ეფექტურობამ 91,8% შეადგინა. ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა 18–60 წლის ასაკის ჯგუფის მონაცემებისგან
„კვლევის რეცენზირებული შედეგების თანახმად, ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს. ოცივე დარეგისტრირებული მძიმე შემთხვევა პლაცებოს ჯგუფზე მოდიოდა“, — ხაზს უსვამენ პირდაპირი ინვესტიციების ფონდში.
ვაქცინის ჯგუფში მონა წილეთა 98%-ს ჰუმორალური იმუნური პასუხი ჩამოუყალიბდა, ხოლო 100%-ს უჯრედული იმუნური პასუხი.
კვლევამ აჩვენა, რომ „სპუტნიკ V–თ“ აცრილ მოხალისეებში ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების დონე 1,3-1,5–ჯერ მეტი იყო, ვიდრე კორონავირუსგადატანილ პაციენტებში.
„სპუტნიკ V–მ“ ასევე წარმოაჩინა უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლები. არასასურველი მოვლენების უმეტესობა (94%) მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობდა. არ დაფიქსირებულა ძლიერი ალერგიული რეაქციები და ანაფილაქტური შოკი. ამასთან სერიოზული არასასურველი მოვლენების დონე კიდევ უფრო დაბალი აღმოჩნდა „სპუტნიკ V–თ“ ვაქცინირებულების ჯგუფში, ვიდრე სხვა ვაქცინების შემთხვევაში. „სპუტნიკ V“ — 0,27%, AstraZeneca — 0,66%, Pfizer–ი — 0,58%, Moderna — 0,97%.
„სპუტნიკ V–ს“ უპირატესობები
„სპუტნიკ V“ ერთ–ერთია მსოფლიოში იმ სამ ვაქცინას შორის, რომელთა ეფექტურობა 90%-ს აჭარბებს. ა,ასთან მას აქვს მთელი რიგი უპირატესობები:
- ადამიანის ადენოვირუსების კარგად შესწავლილი და მაღალეფექტური პლატფორმა, რომლის უსაფრთხოებაც ათობით წლის განმავლობაში დასტურდება;
- დაბალი ფასი სხვა პლატფოემაზე შექმნილ ვაქცინებთან შედარებით (10 დოლარზე ნაკლები ერთ დოზაზე, რაც სხვა 90%-ზე მაღალი ეფექტურობის ვაქცინების ფასზე ორ–სამჯერ ნაკლებია);
- ტრანსპორტირების ნაკლებად მკაცრი მოთხოვნები, რაც +2+8 გრადუსს შეადგენს ცელსიუსით და მსოფლიოს მასშტაბით ლოგისტიკას ამარტივებს.
ადამიანის ადენოვირუსებზე დამზადებული ვაქცინების ეფექტურობა 75–ზე მეტი საერთაშორისო პუბლიკაციითა და მსოფლიოში ორი ათწლეულის განმავლობაშ ჩატარებული 250 კლინიკური კვლევით დასტურდება.
ადენოვირუსული ვექტორები — ეს ჩვეულებრივი გაცივების გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირუსებია, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში გამრავლების უანრი არ გააჩნია. „სპუტნიკ V–ს“ გამოყენების შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმში თავად კორონავირუსი არ ხვდება, ვაქცინა მხოლოდ მისი ცილოვანი გარსის ნაწილის — ეგრეთ წოდებული საცეცების შესახებ გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს. ეს სრულად გამორიცხავს ვაქცინაციის შედეგად ინფიცირების რისკს და იმავდროულად მყარი იმუნური პასუხია ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
ექსპერტები მესამე ფაზის შედეგებს მიესალმებიან
დასავლელი ექსპერტების უმრავლესობამ დადებითად აღიქვა Lancet–ში გამოქვეყნებული პუბლიკაცია და რუსული ვაქცნის ეფექტურობას, უსაფრთხოებასა და ლოგისტიკის სიმარტივეს გაუსვა ხაზი.
„წარმოდგენილი შედეგები უკიდურესად აშკარაა, ხოლო სამეცნიერო პრონციპები — დამაკჯერებლად წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა კიდევ ერთი ვაქცინა შეძლება ჩადგეს კორონავირუსის ინფექციასთან მებრძოლთა რიგებში“, — განაცხადეს ბრიტანელმა მეცნიერებმა იან ჯონსმა და პოლი როიმ.
„ვაქცინა100%-ით ეფექტურია დაავადების სერიოზული სემთხვევებისა და სიკვდილიანობის აღკვეთის კუთხით, და ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პარამეტრია — მსუბუქ გაცივებასთან გამკლავება ყველას შეგვიძლია, მთავარია, საავადმყოფოში არ აღმოვჩნდეთ და სერიოზული გართულებები არ დაგვეწყოს“, — განაცხადა ამერიკელმა მეცნიერმა ჰილდეგუნდ ერტლმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „სპუტნიკ V–ს“ პირველი ინექციის შენდეგ დაავადებისგან დაცვის დონე 87,6%-ს შეადგენს, და რომ ის უფრო ეფექტურია, ვიდრე AstraZeneca–სა თუ Johnson&Johnson–ის ვაქცინები.
„ეს კარგი ამბავია, ვინაიდან ამ ვაქცინის წარმოება და დანერგვა, ვაქცინების მოსალოდნელი გლობალური ნაკლებობისა და ლოგისტიკური პრობლემების პირობებში, რაც ტემპერატურული რეჟიმის მიმართ სხვა ვაქცინების მგრძნობელობას უკავშირდება, შედარებით მარტივია“, — განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა სესილ ჩერკინსკიმ.
აღმოსავლეთ ინგლისის სამედიცინო მიკრობიოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ ლივერმორმა კი აღნიშნა, რომ „სპუტნიკ V“ ადამიანის ადენოვირუსულ ვექტორებზე დამზადებული პირველი ვაქცინაა, რომელმაც ეფექტურობის 90%-იან ზღვარს მიაღწია Pfizer–ისა და Moderna–ს ვაქცინების მსგავსად.
„ახლა მსოფლოიოს ყველა კარგი ვაქცინა ესაჭიროება COVID-19–ის წინააღმდეგ“. — დაასკვნა ლივერმორმა.