მიმოხილვა: ამერიკული „დონალდ კუკი“ სწავლებაზე პირობითად განადგურდა

როცა რუსეთის საზღვაო საზღვრებთან პირობითი მოწინააღდეგე ჩნდება, მას ოპერატიულად ხვდებიან სამხედრო-საზღვაო ძალები
Sputnik

და პირობითად ანადგურებენ წყალზედა გემებს, წყალქვეშა ნავებს, ავიაციასა თუ სანაპირო სარაკეტო კომპლექსებს. ან ყველაფერს ერთად. ეს ყოველდღიური და მრავალ ვარიანტიანი სამხედრო სწავლებაა.

წლის წვრთნები: როგორ მუშაობს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები

ამერიკული ესკადრონული ნაღმმზიდი „დონალდ კუკი“ 23 იანვარს შავ ზღვაში შევიდადა სტანდარტული „სამიზნე სიტუაცია“ შექმნა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ეფექტური საბრძოლო მომზადებისთვის.

თავდაცვის მართვის ეროვნულ ცენტრში ლაკონიურად განაცხადეს: „შავი ზღვის ფლოტის ძალებმა და საშუალებებმა დევნა წამოიწყეს“. იმავე დღეს, მედიის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ექვსმა საბრძოლო თვითმფრინავმა პირობითი შეტევა მიიტანეს ამერიკულ ნაღმმზიდზე ყირიმის ნახევარკუნძულიდან დაახლოებით 300 კმ-ს დაშორებით. გამანადგურებელ Су-30-სა და Су-27-ის წყვილი, ასევე ორი ფრონტული ბომბდამშენი Су-24 ყირიმის ავიაბაზებიდან აფრინდნენ და მოწინააღმდეგის პირობითი ნეიტრალიზაცია დაამუშავეს.

რეაქცია სრულიად ადეკვატურია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების აქტიურობაზე რუსეთის საზზღვაო საზღვრებთან. ორი თვით ადრე ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა ესკადრონულმა ნაღმმზიდმა „ჯონ მაკკეინმა“ დარღვია რუსეთის საზღვარი პეტრე დიდის ყურეში. ის წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდმა „ადმირალმა ვინოგრადოვმა“ განდევნა ნეიტრალურ წყლებში გატარნვის მუქარით. მაშინ ამერიკულმა საზღვაო სარდლობამ განაცხადა, რომ არ აღიარებს ყურეს რუსეტის კუთვნილებად. ყირიმის მახლობლად პროვოკაციის გამეორების ალბათობა მაღალია. ამიტომ 23 იანვარს რუსეთმა მაშინვე დაანახა „დონალდ კუკს“ მტკიოცე მოქმედებებისთვის მზადყოფნა.

სირიელი თურქომანები ყარაბაღში: ომში წასვლა თუ დიდი გადასახლება?

გარდა ამისა, შავი ზღვის ფლოტში კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებების მხრივ წვრთნები ჩატარდა. შემდეგ რუსეთის ფლოტმა შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში ათასობით კვადრატული კილომეტრი დახურა ნაოსნობისთვის საბრძოლო მომზადების გეგმიური ღონისძიებების მიზნით. სპეციალისტების აზრით, ეს უკანასკნელი არ უკავშირდება „დონალდ კუკის“ ვიზიტს, მაგრამ რეგიონში მზარდ სამხედრო-პოლიტიკურ დაძაბულობას კი ასახავს.

პიკირებადი ბომბდამშენის ტაქტიკა

„დონალდ კუკს“ 60 ფრთოსანი რაკეტა „ტომაგავკის“ ზიდვის უნარი აქვს, ბორტზე აქვს ნავსაწინააღმდეგო რაკეტები ASROC-ი, საზენიტო რაკეტები „სტანდარტი“, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტური სისტემები „იჯისი“, საბრძოლო საინფორმაციო-მმართველი სისტემა. ასეთი ფეთქებადსაშიში არსენალი, დიდი ალბათობით, არ უნდა ემსახურებოდეს რეგიონულ სტაბილურობას.

ნაღმმზიდის „ნაპირის საწინააღმდეგო“ საიერიშო შესაძლებლობები მნიშვნელოვანია, ჰაერსაწინააღ,დეგო სისტემის ეფექტურობა საბრძოლო ვითარებაში შემოწმებული არ არის, ხოლო „ტომაგავკები“ ვერაფრით დაეხმარება საზღვაო ბრძოლაში.

მოსაზრება: რისთვის ირგებს „ისკანდერი“ საზღვაო სამოსს

„დონალდ კუკი“ აშშ-ის მე-6 ფლოტში შედის და რეგულარულად ჩნდება რუსეთის საზღვრების სიახლოვეს შავ და ბალტიის ზღვებში 2014 წლიდან. იმავე წელს ნაღმმზიდის ეკიპაჟი ახლოს გაეცნო რუსულ ფრონტულ ბომბდამშენ Су-24-ს, რომელმაც 12-ჯერ შემოუფრინა მას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მაშინ Су-24-ის ბორტზე განთავსებულმა რადიო-ელექტრონული ბრძოლის აპარატურამ პირველად გამოიყვანა მწყობრიდან „დონალდ კუკის“ რთული ელექტრონიკა. მეორედ Су-24-მა „კუკის“ აპარატურა 2018 წლის გაზაფხულზე „გათიშა“. 2021 წელს კი წინაარმდეგობის ტაქტიკა შესამჩნევად შეიცვალა - ბოლო თვეებში ნაღმმზიდი ზედმეტად ხშირად სტუმრობს შავი ზღვის რეგიონს.

რუსეთი იძულებულია, გააძლიეროს სამხედრო დაჯგუფება და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ნატოს საწინააღმდეგო ტაქტიკა შეცვალოს სამხრეთ-დასავლეთ სტრატეგიული მიმართულებით. შავი ზღვის ფლოტმა ბოლო წლებში ექვსი წყალქვეშა ნავი, რამდენიმე ფრეგატი და მცირე სარაკეტო ხომალდი მიიღო. ყირიმში საზენიტო რაკეტა „ტრიუმფები“ და „პანცირების“ რამდენიმე დივიზიონია განთავსებული. სევასტოპოლში მალე გამოჩნდება შეტყობინების ახალი რადიოლოკაციური სადგურები.

მიმოხილვა: F-35-ის მოდერნიზაცია, როგორც შელახული რეპუტაციის შედეგი

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ასევე აქტიურად აფართოვებს გავლენას ხმელთაშუა ზღვაში, სადაც დღეისათვის ათამდე საბრძოლო ხომალდი და წყალქვეშა ნავია განთავსებული, რაც ამერიკული ფლოტის მოქმედი ხომალდების რაოდენობას აჭარბებს.

Defense News-ის ინფორმაციით, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში განთავსებული სანაპირო-სარაკეტო კომპლექსი „ბასტიონი“ მოსკოვს სტქტიკის გაკონტროლებისა და ალიასკაზე სამიზნეების განადგურების შესაძლებლობას აძლევს.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სტრატეგიის ირიბი სარკე

„რუსეთი ყოველთვის ღიზიანდებოდა ამერიკული ხომალდების ყოფნით შავ ზღვაში, ვინაიდან ისინი დიდი სიშორის ფრთოსანი რაკეტებითა და ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით არიან შეიარაღებული. რუსები ასეთ საფრთხეებს სტრატეგიულად აღიქვამენ და არასდროს დაუშვებენ, რომ არსენალის ეს ტიპი ასე ახლოს მდებარეობდეს მათ დასახლებულ პუნქტებთან ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან“, - განაცხადა რუსეთის კვლევის სამხედრო-ანალიტიკური ცენტრ CNA-ს დირექტორმა მაიკლ კოფმანმა.

მიმოხილვა: რუსეთმა ახალი „იდეალური იარაღი“ შექმნა

მაგრამ ვაშინგტონიც გაღიზიანებულია რუსეთის ფლოტის მრავალმიზნობრივი და სტრატეგიული სუბმარინების ყოფნით, სტრატეგიული ბომბდამშენები ფრენით აშშ-ის ნაპირების სიახლოვეს (ნეიტრალურ წყლებსა თუ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში). ცალმხრივი უსაფრთხოება არ არსებობს, მაგრამ აშშ-ს თავისი სტრატეგია აქვს.

საოკეანო სივრცეებზე კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების ნავიგაციის თავისუფლებისათვის“ და ასევე მოწინააღმდეგის სანაპიროზე „ძალის პროეცირებისათვის“. შესაბამისად, რუსეთის მთავარი „დანაშაული“ – ეს თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი განმტკიცებაა.
პათოსურ შეგონებებს შესაძლოა პენტაგონის პროვოკაციები და ოპერაციები მოჰყვეს ზღვასა და ხმელეთზე. ამიტომ რუსეთის ფლოტი იძულებულია, სულ უფრო მტკიცედ დააბრუნოს მრავალპორალური მსოფლიოს მკაცრ რეალობაში ამერიკელი პარტნიორები.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!